მთავარისიახლეებისაზოგადოებათერგმა კალაპოტი შეიცვალა

თერგმა კალაპოტი შეიცვალა

Published on

პირველი ვიდეო კადრები სტიქიის ზონიდან. დევდორაკის მყინვარის ძირში დაახლოებით ერთი კილომეტრის ტერიტორიაზე გზა, კალაპოტის ცვლილების შედეგად ადიდებულმა თერგმა წაიღო და ამჟამად, მდინარე ამ გზაზე მიედინება.თერგმა კალაპოტი შეიცვალა და მდინარე ამ დროისთვის სამანქანო გზაზე მიედინება.  ღვარცოფის შედეგად დაახლოებით ერთ კილომეტრამდე მონაკვეთი მოწყდა გარესამყაროს.სპეციალისტების განცხადებით, გზის აღდგენას სულ მცირე ორი ან სამი კვირა დასჭირდება.ადგილზე დილიდან მუშაობენ გეოლოგები, ასევე სტიქიის ზონაში იმყოფებიან შს სამინისტროსა და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.
დილიდან შსს-ს ვერტმფრენით დაიწყო დარიალის მამათა მონასტერში თავშეფარებული 70 ადამიანის, მათ შორის უცხოელი ტურისტებისა და საბაჟო ტერმინალის თანამშრომლების გადმოყვანა. გარდა ამისა, ვერტმფრენია გამოყოფილი გეოლოგებისთვისაც, რომლებიც მყინვარს დაათვალიერებენ.ღვარცოფის ჩამოწოლის საფრთხე დარიალის ხეობაში ღამით მოიხსნა. ღამითვე ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრი და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელი, ასევე გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. 

სიახლეები

“ჩემო ნიკა, 1 ჰექტარზე კი არა, ერთი საკნის დაშორებით ვიმყოფებით” – სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიას განცხადებას ვრცელი Facebook პოსტით პასუხობს. ენმ-ს ლიდერი ამბობს,...

წილოსანი: 2008 წლის ომს სათავე დაუდო პოზიციამ, რომ NATO-ში ჩვენი მიღება აქტუალური იყო

ივანიშვილის წარმომადგენლის, ნინო წილოსანის თქმით, 2008 წლის ომს "გარკვეული სათავე დაუდო" NATO-ს სამიტის ფარგლებში...

წყლის შესხმის საქმე – ნიკა მელიას საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება

მოსამართლე შვანგირაძისთვის წყლს შესხმის საქმეზე, ნიკა მელიას განაჩენს ხვალ გამოუტანენ. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ,...

აშშ და უკრაინა ტრამპის შემუშავებულ სამშვიდობო გეგმაზე მუშაობენ-პესკოვი

კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, აშშ-სა და უკრაინას შორის ტრამპის შემუშავებულ სამშვიდობო გეგმაზე მუშაობა...