მთავარისიახლეებისაზოგადოებასახალხო დამცველი: სააპელაციო სასამართლომ რუსთავი 2 - ის მიმართ ქმედებებით...

სახალხო დამცველი: სააპელაციო სასამართლომ რუსთავი 2 – ის მიმართ ქმედებებით შექმნა შერჩევითი მართლმსაჯულების განცდა

Published on

საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი  ავრცელებს განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-სთვის, სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მე–12 დღეს მხარისათვის მის გაგზავნა და ჩაბარება არ შეესაბამება კანონს. 
საქართველოს სახალხო დამცველი გამოთქვამს იმედს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო შესაბამისი საკასაციო საჩივრის განხილვისას, იხელმძღვანელებს კანონის ნორმებით და შესაბამის შეფასებას მისცემს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ ქმედებას. 
„საქართველოს სახალხო დამცველი ყურადღებით აკვირდება ტელეკომპანია რუსთავი 2–ის გარშემო მომდინარე სასამართლო დავას. მისი წარმომადგენლები ესწრებოდნენ ყველა იმ სასამართლო პროცესს, რომელიც აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაიმართა. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს რამდენიმე საკითხის დეტალურ შესწავლას იმის დასადგენად, სასამართლო განხილვის პროცესში ხომ არ ჰქონდა ადგილი საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებებისა და თავისუფლებების შელახვას ან დარღვევას.
სახალხო დამცველისათვის არაა ცნობილი ისეთი შემთხვევა, როდესაც, სასამართლომ ისე განმარტა და გამოიყენა კანონი, როგორც ამ განსახილველ საქმეში. დაუშვებელია სასამართლომ თავისი ქმედებებითა და გადაწყვეტილებებით შექმნას შერჩევითი მართლმსაჯულების განცდა, ამოიკითხოს საკუთარი უფლებამოსილება კანონს მიღმა და გამოიყენოს ის სელექციურად და დაუსაბუთებლად.
 

სიახლეები

სინოდმა უნდა გადაწყვიტოს, საპატრიარქო ასაკი იქნება 70 თუ 72 წელი – მეუფე ვახტანგი

ცურტაველი ეპისკოპოსი მეუფე ვახტანგი აცხადებს, რომ სინოდმა ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. აცხადებს, წმინდა სინოდმა...

ახალდაქორწინებული ბიჭი, რომელსაც მარნეულში ყელი გამოჭრეს, გარდაიცვალა

მარნეულის ცენტრში მომხდარი კონფლიქტის დროს მძიმედ დაჭრილი ახალგაზრდა ბიჭი გარდაიცვალა.  როგორც ჟურნალისტი ჯეიჰუნ მუჰამედალი წერს,...

ზუგდიდში არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა

ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა  არასრულწლოვანი მსუბუქად დაშავდა, ის კლინიკაში გადაიყვანეს. საგამოძიებო...

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე გახდა

12 მომხრე არცერთი წინააღმდეგი - აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ ცოტნე ანანიძე აირჩიეს. "ეს არ არის...