მთავარისიახლეებიკონფლიქტებირაშიდ კანჯი-ოღლუს კალთა გადააფარეს. მას მხოლოდ შინა პატიმრობა შეეფარდა

რაშიდ კანჯი-ოღლუს კალთა გადააფარეს. მას მხოლოდ შინა პატიმრობა შეეფარდა

Published on

ქართული მხარე  გაუგებარს უწოდებს აფხაზეთის დე – ფატო სასამართლოს გადაწყვეტილებას ,  გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულისთვის შინა პატიმრობის შეფარდების შესახებ.
 
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის თქმით, მსგავსი ფაქტების თავიდან აცილებისათვის მნიშვნელოვანია დამნაშავე კანონის შესაბამისად დაისაჯოს.
"ეს ტრაგიკული ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აუცილებელია ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების ამოქმედება," – აცხადებს ქეთევან ციხელაშვილი.
ქართული მხარე  ამ საკითხს ყველა შეხვედრის ფორმატში დააყენებს. მათ შორის 6 ივლისს გალში დაგეგმილ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრაზე.
 
გუშინ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ეჭვმიტანილ რაშიდ კანჯიოღლუს ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო სამხედრო სასამართლომ შინა პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ დე-ფაქტო აფხაზეთის სამხედრო პროკურორმა, ადგურ აგრბამ „სპუტნიკ აბხაზიას“ განუცხადა.
 
მისი თქმით, სამხედრო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სამხედრო პროკურატურის შუამდგომლობა კანჯი-ოღლუს დაპატიმრების შესახებ.
 
 

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...