მთავარისიახლეებიკონფლიქტებიგალში, ფიჩორის ტერიტორიაზე აღმოჩენილია იარაღის სამალავი

გალში, ფიჩორის ტერიტორიაზე აღმოჩენილია იარაღის სამალავი

Published on

21 ივნისს გალის რაიონის, სოფელ ფიჩორში, სოფლის ცენტრიდან ერთი კილომეტრით დაშორებულ სამალავში აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახურისა და რუსეთის ფსბ-ეს თანამრომლებმა დიდი რაოდენობით საბრძოლო იარაღი და ასაფეთქებელი ნივთიერება აღმოჩინეს, – ნათქვამია  დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურის ოფიციალურ გვერდზე განთავსებულ კრიმინალურ  ქრონიკაში.-  კერძოდ, სახელდება ერთი ხელის ტანკსაწინააღმდეგო ნაღმსატყორცნი, რუმინული წარმოების კალაშნიკოვის ავტომატი, ასაფეთქებელი ნივთიერება ,,ტროტილი“ ( 500 გრამი) და სხვა.
 
უწყება აცხადებს, რომ „ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, იარაღის სამალავი ქართული დივერსიული ჯგუფის ხელმძღვანელებს დათო შენგელიას და ბაკურ ბულიკირიას ეკუთვნის“ 
 
ვრცელდება აგრეთვე ცნობა, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით  დაკავებულია გალის რაიონში მცხოვრები ორი მოქალაქე, რომელთა ვინაობას გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არ ხმაურდება. 
 

სიახლეები

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...