კორცხელში ყოფილი პოლიციელი ცეცხლსასროლი ირაღიდან გასროლით დაჭრეს

0
434
სოფელ კორცხელში გამთენიისას მამაკაცი საკუთარ სახლთან დაჭრეს. ზურაბ ხასია კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის მესამე სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილეა, ზურაბ ხასიას ოჯახი მომხდარში პოლიტიკურ მოტივს არ გამორიცხავს, რადგან დაზარალებულის მეუღლის განცხადებით, ის 2 თვის წინ ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გაათავისუფლეს სამსახურიდან. თუმცა მან საქალაქო სასმართლოს მიმართა და პირველი პროცესიც 15 ივნისს გაიმართა.დაჭრილის ოჯახის წევრების განცხადებით, მოსამართლემ კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის მესამე სამმართველოს გათავისუფლების მოტივის წარდგენისთვის 10 დღიანი ვადა მისცა..დაჭრილი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული, მორიგე ექიმის განცხადებით, მას მუცლის არეში მრავლობითი ჭრილობები აღენიშნება და მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.შინაგან საქმეთა სამინისტროში ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ  მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

 
 
 
წინა სტატიათემო შენგელაიას პირველი წიგნის პრეზენტაცია მშობლიურ ქალაქში
შემდეგი სტატიაეროსი კიწმარიშვილის ადვოკატები და ახლობლები კატეგორიულად არ ეთანხმებიან საქმის გამოძიების სამართლებრივ შეფასებას
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური