მთავარისიახლეებისამართალიაფხაზეთის დე ფაქტო სამხედრო პროკურატურამ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის დაპატიმრების შუამდგომლობით ე.წ....

აფხაზეთის დე ფაქტო სამხედრო პროკურატურამ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის დაპატიმრების შუამდგომლობით ე.წ. სასამართლოს მიმართა

Published on

რაშიდ კანჯი- ოღლის ბრალი ედება საქართველოს მოქალაქის წინასწარგანზრახულ მკვლელობაში – ამ სათაურით აქვეყნებს აფხაზეთის საინფორმაციო სააგენტო ,, აფსნი რუ’’ ინფორმაციას გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმის  გამოძიების მიმდინარეობის შესახებ. 
,,აფხაზეთის რესპუბლიკის სამხედრო პროკურატურამ  სამხედრო სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით პატიმრობაში აიყვანოს რაშიდ კანჯი ოღლი, რომელსაც ბრალი ედება საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას წინასწარგანზრახულ მკვლელობაში, 19 მაისს საქართველოს რესპუბლიკის ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩის ტერიტორიაზე ''- წერს სააგენტო.   
რ.  კანჯი ოღლის ბრალი წაყენებული აქვს აფხაზეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 1ნაწილის 99- ე მუხლით ( განზრახ მკვლელობა), იგი დათხოვნილია სახელმწიფო უშიშროების სამსახურიდან. 
 
 
 

სიახლეები

აშშ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის პროგრამას აჩერებს

ტრამპის ადმინისტრაცია ჩინეთის მოქალაქეებისთვის აშშ-ის კუნძულოვან ტერიტორიაზე უვიზო მიმოსვლის პროგრამას აჩერებს. გადაწყვეტილება მას შემდეგ...

საია: პარტიების აკრძალვა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში წონად საფუძვლებს მოითხოვს

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" აქვეყნებს მიმოხილვას - პოლიტიკური პარტიების აკრძალვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს...

ანა წითლიძე პლენუმს: ილია გზას აირჩევთ თუ ბერბიჭაშვილების, ეს თქვენი გადასაწყვეტია

"ჩვენ გვყავდა ანწუხელიძეც და სერგო ორჯონიკიძეც, ჩვენ გვყავდა ილია და გვყავდა ბერბიჭაშვილებიც. რომელ გზას...

საქართველოდან უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო...