მთავარისიახლეებიპოლიტიკა"კიწმარიშვილთან დაკავშირებით სათქმელი არაფერი მაქვს"- ბიძინა ივანიშვილი

“კიწმარიშვილთან დაკავშირებით სათქმელი არაფერი მაქვს”- ბიძინა ივანიშვილი

Published on

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ეროსი კიწმარიშვილთან დაკავშირებით სათქმელი ახალი არაფერი აქვს. ასე უპასუხა ივანიშვილმა ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას იმის შესახებ, თუ როგორც შეაფასებდა ის პროკურატურის დღევანდელ განცხადებას, რომელმაც ეროსი კიწმარიშვილის საქმეს თვითმკვლელობის კვალიფიკაცია მიანიჭა და გამოძიება შეწყვიტა. ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, რომ ეროსი კიწმარიშვილმა განაცხადა, რომ მას და ბიძინა ივანიშვილს გარკვეული ინფორმაცია ჰქონდათ, ივანიშვილმა უპასუხა, რომ ამაზე მან უკვე ყველაფერი თქვა რისი თქმაც შეეძლო.„პროკურატურამ გადაწყვიტა, რომ ეს არის თვითმკვლელობა. კიდევ ერთხელ მწუხარებს გამოვთქვამ და თანადგომას ვუცხადებ მის ოჯახს. მეტი არაფერი მექნება სათქმელი, რაც საჭირო იყო, უკვე გაცხადებული მაქვს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და „ტაბულას“ ჟურნალისტს მიმართა, თუ როგორ ახერხებდა ის ყველა კითხვაში ინტრიგის შემოტანას?!„რაც სათქმელი მქონდა უკვე გითხრათი, ყველაფერი ამოწურულია. ვუთანაგრძნობ მის ოჯახს“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა. რეპლიკაზე იმის შესახებ, რომ კიწმარიშვილის ოჯახს გამოძიების ვერსიის არ სჯერა, ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ეს მათი საქმეა. კითხვაზე, ჰქონდა თუ არა კავშირი ეროსი კიწმარიშვილს მის ფინანსებთან ივანიშვილმა უპასუხა, რომ არა. „რა კავშირი უნდა ჰქონოდა ეროსი კიწმარიშვილს ჩემს ფინანსებთან?“, – მიმართა ივანიშვილმა ჟურნალისტს. 
 
ინტერპრესნიუსი

სიახლეები

“იმედი” გაიყიდა, მაგრამ ახალი მფლობელიც პროსახელისუფლო ბიზნესმენია

მედიაჰოლდინგი 'იმედი" მისმა ძველმა მფლობელმა ირაკლი რუხაძემ გაყიდა, მაგრამ ახალი მფლობელიც პროსახელისუფლო ბიზნესმენია, მეტიც,...

რუსეთთან შეთანხმების მისაღწევად აშშ-მა ვადა ივნისამდე მოგვცა – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ აშშ-მ უკრაინასა და რუსეთს თითქმის ოთხწლიანი ომის დასრულებისთვის შეთანხმების მისაღწევად ივნისამდე...

გარდაბანში ცოლის მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარვუდგინეთ – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გარდაბანში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, დოკუმენტის...

სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მძარცველები დავაკავეთ, ზარალი 12.000 ლარია – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ჩადენილი...