მთავარისიახლეებისამართალიდემოკრატია ,,ქართულად'': ევროპის სახალხო პარტია პოლიტიკური პატიმრების, მათ შორის მერაბიშვილის არჩევნებამდე განთავისუფლებას...

დემოკრატია ,,ქართულად”: ევროპის სახალხო პარტია პოლიტიკური პატიმრების, მათ შორის მერაბიშვილის არჩევნებამდე განთავისუფლებას ითხოვს, ,,ქართული ოცნების” მინისტრი თვლის, რომ მერაბიშვილი სიცოცხლის ბოლომდე უნდა იჯდეს ციხეში

Published on

“ევროპის სახალხო პარტიის” პრეზიდენტი ჯოზეფ დოლი საქართველოს მთავრობას ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებამდე ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ჯოზეფ დოლი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს.
 
“ევროპის სახალხო პარტია სთხოვს საქართველოს მთავრობას, გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები, მათ შორის მერაბიშვილი, შემოდგომას დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებამდე”, – წერს დოლი.
 
"ევროპის სახალხო პარტიის" პრეზიდენტი ასევე აღნიშნავს, რომ ვანო მერაბიშვილისთვის წინასწარი პატიმრობის გახანგრძლივება უკანონო იყო.
 
“პოლიტიკურად მოტივირებულ სასამართლო პროცესებს დემოკრატიაში ადგილი არ აქვს”, – აღნიშნავს პოლიტიკოსი.
 
სულ სხვა აზრისანი არიან  საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების  წარმომადგენლები.
,,ვანო მერაბიშვილი სიცოცხლის ბოლომდე უნდა იჯდეს ციხეში, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, 
 როგორც მინისტრი ისე არ გეტყვით, მაგრამ ვანო მერაბიშვილი სიცოცხლის ბოლომდე უნდა იჯდეს ციხეში. ვანო მერაბიშვილი ციხეში იჯდება თუ არა, ეს არც არაფორმალურ მმართველობაზე მიუთითებს და არც ადამიანის უფლებების დარღვევაზე. ვანო მერაბიშვილი გარეთ რომ იყო, მაშინ იყო ყველას უფლებები დარღვეული. მის გვერდით უნდა იჯდეს არაერთი მისი ძმა და მეგობარი“, -განაცხადა ჯავახიშვილმა.

სიახლეები

ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, მივუახლოვდით თუ არა ფინალს – სალომე ზურაბიშვილი

"ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, მივუახლოვდით თუ არა ფინალს. და თუ ფინალს ვუახლოვდებით, მთავარი პასუხისმგებლობა და...

ზელენსკი: ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა

ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ...

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, ბინის მეპატრონემ მათი შვილი ოთახში გამოკეტა და 6 500 დოლარი გამოსძალა

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, მათ შვილს გაუჩინარებამდე კონფლიქტი ჰქონდა ბინის მეპატრონესთან და კიდევ ერთ...

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებულ პოლიციელებ პასტიმრობა შეეფარდათ

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებული პოლიციელები წინასწარ ორ-თვიან პატიმრობაში გაუშვეს - გადაწყვეტილება გორის რაიონული...