ნაციონალური მოძრაობა ვიცე პრემიერ კახი კალაძის დაკითხვას მოითხოვს. რისთვის გადარიცხა ,,კალა კაპიტალმა” თანხები კორცხელში მოძალადე სპორტსმენების ანგარიშებზე?

0
405

 

ნაციონალურმა მოძრაობამ დღეს გამართულ ბრიფინგზე  გაასაჯაროვა  რუსული ალფა-ბანკის ოფიციალური დოკუმენტი, რომლის თანახმად, კორცხელის ინციდენტამდე რამდენიმე დღით ადრე, დაპირისპირებაში მონაწილე სპორტსმენების – გიორგი გიგაურისა და ვლადიმერ გეგეშიძის ანგარიშებზე  გარკვეული თანხა ჩაირიცხა. ნადირაშვილისა და კახიძის მიერ  პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებისთვის წარდგენილ დოკუმენტაციაში –  წალფა-ბანკის წერილშია მითითებული, ვლადიმერ გეგეშიძისთვის 17 მაისს ფიქსირდება თანხის ორჯერ ჩარიცხვა, ერთხელ 16:08 საათზე 15 ათასი დოლარი, ხოლო მეორე ჩარიცხვა 10 ათასი ლარის ოდენობით 17:54 საათზე ფიქსირდება. ასევე ალფა-ბანკის ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, 18:37 საათზე გიორგი გიგაურის ანგარიშზე გადაირიცხა 10 ათასი დოლარი.ორივე შემთხვევაში გადარიცხვა განხორციელებულია KALA KAPITAL LIMITED-ის და დავით ქარსელაძის, იგივე კალატოზას მიერ.

 დავით ქარსელაძე არის ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი, რომელიც 2000-იან წლებში საქართველოდან რუსეთში გადაბარგდა და ამჟამად  ამჟამად რუსეთის მოქალაქეა.  მისი ძმა, ასევე ყოფილი მოჭიდავე, ვასილ ქარსელაძე, კახა კალაძის უშუალო ლობირებით სულ ცოტა ხნის წინ აირჩიეს თბილისის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტად და ასევე მონაწილეობს აღნიშნულ დანაშაულებრივ სქემაში. წარმოდგენილი დოკუმენტები მიუთითებენ ვიცე პრემიერ კალაძის უშუალო კავშირზე კრიმინალურ სამყაროსთან და აგრეთვე მის სავარაუდო მონაწილეობაზე კორცხელში ორგანიზებული ძალადობის დაკვეთასთან, ანგარებითი მოტივით.

ნაციონალური მოძრაობა ვიცე პრემიერ კახი კალაძის დაკითხვას ითხოვს. ოთო კახიძე ენერგეტიკის მინისტრის დაკითხვის და ამ დოკუმენტების საფუძველზე, გამოძიების დაწყების აუცილებლობაზე საუბრობს.

 „პროკურატურის ვალია, განიხილოს მტკიცებულებები, შეაფასოს მათი ავთენტურობა და თუ დადასტურდება კახი კალაძის შემხებლობა და მისი ბრალეულობა, ძალადობის ორგანიზებასთან მიმართებაში, გადადგას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათავლსიწინებული ნაბიჯები. პირველ რიგში, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში უნდა მოხდეს კახი კალაძის დაკითხვა და ყველა შესაძლო მტკიცებულების შეგროვება,“ – განაცხადა ოთო კახიძემ.

,, ჩვენ არ გვაქვს მიუკერძოებელი და სრულფასოვანი გამოძიების იმედი, მაგრამ, როგორც კანონმორჩილი მოქალაქეები, საჭიროდ ვთვლით, საზოგადოებას მივაწოდოთ ეს ინფორმაცია და კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ პროკურატურას – დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება, დაადგინოს წარმოდგენილი დოკუმენტების ავთენტურობა და კახა კალაძის შესაძლო მონაწილეობა ზემოაღნიშნულ დანაშაულში” – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

ამ წუთებში ნაციონალური მოძრაობის წევრები დიპლომატიური წრეების წარმომადგენლებს ხვდებიან. ისინი დიპლომატებს დღეს გასაჯაროებულ დოკუმენტებს აცნობენ და ასევე, კიდევ ერთხელ მიაწვდიან დეტალურ ინფორმაციას, კორცხელში, საკრებულოს შუალედური არჩევნების დროს, საარჩევნო უბანზე მომხდარ იციდენტთან დაკავშირებით. 

ამასობაში კი ნაციონალური მოძრაობის მიერ დასახელებული პირები აცხადებენ, რომ პარტიის მიერ გასაჯაროვებული დოკუმენტები ფალსიფიცირებულია. „ტყუილია, არაფერი არ ჩამერიცხა, დაამტკიცონ, ეს არის ყველაფერი ტყუილი,“ – განაცხადა ვალადიმერ გეგეშიძემ.

შეგახსენებთ, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ კორცხელის ინციდენტის პირველივე საათებიდან წარმოადგინა   არაერთი ფაქტი, რომელიც  ადასტურებდა  მოძალადეთა კავშირებსს ვიცე პრემიერთან და „ქართულ ოცნებასთან“, საზოგადოებაში საფუზვლიანი ეჭვი აღძრა თავად კალაძის რეაქციამ, უშუალოდ მისი განცხადებები კორცხელის ძალადობის შეფასებისას, კერძოდ, იგი ამართლებდა თავდასხმას, ცდილობდა, ძალადობის მსხვერპლი წარმოეჩინა დამნაშავეებად და ხელს აფარებდა თავდამსხმელებს. გარდა ამისა, თითქმის ყველა თავდამსხმელი დაკავშირებულია იმ სპორტ-კლუბთან, რომელსაც უშუალოდ ბ-ნი კალაძის ცოლის ძმა მართავს.
დღეს წარმოდგენილი  დოკუმენტაცია აღნიშნულ კავშირს უტყუარად ადასტურებს. 

 

 

წინა სტატიაშვეიცარიამ ,,მაკდონალდსის” ქსელის უკლებლივ ყველა რესტორანი დახურა
შემდეგი სტატია4 წლის შვილის გადასარჩენად განწირული სიცოცხლე- ავტოსაგზაო შემთხვევა ანაკლიაში
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური