მთავარისიახლეებიპოლიტიკა" დარტყმა არჩევნების ლეგიტიმურობაზე“- ნაციონალურ მოძრაობაში NDI-ის ანგარიშს აფასებენ

” დარტყმა არჩევნების ლეგიტიმურობაზე“- ნაციონალურ მოძრაობაში NDI-ის ანგარიშს აფასებენ

Published on

"ეს არის უზარმაზარი დარტყმა არჩევნების ლეგიტიმურობაზე“- ასე შეაფასა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ NDI-ის ანგარიში.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ დასკვნა არის კრიტიკული, რაც საფრთხეს უქმნის არჩევნების ლეგიტიმურობას და ხარისხს.

"იმ პირობებში, როდესაც მოძალადეები არ არიან დასჯილები, როდესაც ქართული ოცნების პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ვხედავთ, რომლებიც ღიად ამართლებენ ძალადობას, ცდილობენ, გამართლება მოუძებნონ მოძალადეების მოქმედებას, ასეთ პირობებში გამორიცხული ვერაფერი იქნება,“- განაცხადა დავით ბაქრაძემ. 

მმართველ გუნდში NDI-ის ანგარიშში მოყვანილი ფაქტების ნაწილს არ იზიარებენ. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მანანა კობახიძემ არაფორმალურ მმართველობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ეს არის ის ქვეტექსტი, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა ბატონი ბიძინა ივანიშვილის პრემიერობიდან წასვლიდან დღიდან აჟღერებს, ის რაც სურს, რომ მოაჩვენონ ეს რეალობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ასევე ქვეყნის შიგნით,“- განაცხადა კობახიძემ.

სიახლეები

უკრაინელების დრონების გამო, სარატოვსა და სამარაში “დაცხა”

უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობის განცხადებით, გუშინ, ღამის განმავლობაში, უკრაინულმა დრონებმა წარმატებით შეუტიეს რუსეთის სიღრმეში,...

დობროპოლიეს მიმართულებაზე ოკუპანტები მასობრივად ნებდებიან

დობროპოლიეს მიმართულებაზე რუსი ჯარისკაცები მასობრივად აბარებენ იარაღს და ნებდებიან. დობროპოლიის მიმართულებით უკრაინელებმა ბოლო თვეების...

სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია დააკავეს

დაკავებულია სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია. აქტივისტს პროევროპული აქციების დროს გამოწერილი ჯარიმების გადაუხდელობას ედავებიან. იმ დროს...

რუსთავში ნარკოდანაშაულზე ერთი პირი დააკავეს, ამოღებულია დიდი რაოდენობით “ალფა პვპ”

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო...