მთავარისიახლეებისამართალისტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება - მძიმე ტვირთი, სამომავლოდ დადებითი მოვლენა ქვეყნის განვითარებისათვის...

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება – მძიმე ტვირთი, სამომავლოდ დადებითი მოვლენა ქვეყნის განვითარებისათვის თუ ორივე ერთად?

Published on

„ეს მნიშვნელოვანი გამარჯვებაა ნაციონალური მოძრაობისთვის და ძალიან მძიმე პოლიტიკური ტვირთია ქართული სახელწმიფოსთვის," – ასე აფასებს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი, ფიქრია ჩიხრაძე, ვანო მერაბიშვილის საქმეზე ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებას.

ამის შესახებ განცხადება ფიქრია ჩიხრაძემ გადაცემა არჩევანში გააკეთა და პროკურატურის უუნარობასა და უპასუხისმგებლობაზე გააკეთა აქცენტი.

„ნაციონალურ მოძრაობას რომ არ გამოეყენებინა ეს თემა, წარმოუდგენელი იქნებოდა, რადგან ძალიან მაღალი ავტორიტეტის მქონე უმაღლესმა ინსტანციამ, საერთაშორისო სასამართლომ, დასტური მისცა მათ. ეს მნიშვნელოვანი გამარჯვებაა მათთვის და ძალიან მძიმე პოლიტიკური ტვირთია ქართული სახელწმიფოსთვის,“ – აცხადებს ფიქრია ჩიხრაძე და ამბობს, რომ დღეს „მმართველ გუნდს სასიხარულოდ საქმე არა აქვს".

პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი იუსტიციის მინისტრს აკრიტიკებს და საქმეში არსებულ ხარვეზებზე დროული გამოძიების არდაწყების გამო შესაბამისი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვს.

არასამთავრობოების ნაწილის აზრით, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის დადებითი. მათი თქმით, სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ქვეყანაში არსებობს ხარვეზები, რაზეც ეს ინსტანცია მიუთითებს.

როგორც აცხადებენ, ევროპული სასამართლო ერიდება საკუთარ გადაწყვეტილებებში მე-18 მუხლის გამოყენებას და მითითებას როგორც დარღვევა და ასეთი პრეცედენტები იშვიათია.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების თქმით, მათ არაერთხელ გამოუთქვამთ მოსაზრება, რომ მერაბიშვილის საქმეში ბევრი კითხვის ნიშანი იყო, მათ შორის შესაძლო პოლიტიკურ ზეწოლაზეც.

„როდესაც ევროსასამართლოს პალატა იღებს გადაწყვეტილებას ერთხმად და ის ადასტურებს, რომ ადგილი აქვს 18-ე მუხლის დარღვევას და ამ მუხლის დარღვევას უკავშირებს ისეთ ფაქტებს, როგორიც არის მაგალითად, მისი გაყვანა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, ამ ფაქტების გამოუძიებლობა, აქ არ არსებობს არანაირი ახალი გარემოება, არანაირი ახალი შეფასებითი შესაძლებლობა, რომელიც ააცილებს სახელმწიფოს ამ პასუხისმგებლობას,“-განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე ამბობს, რომ სასამართლო სისტემის პოლიტიკურ გავლენებთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს.

„ეს არ არის დადებითი გადაწყვეტილება საბოლოო ჯამში ქვეყნისათვის და ნიშნავს, რომ ჩვენს სასამართლო სისტემას საკმაოდ დიდი გზა აქვს კიდევ გასავლელი იმისათვის, რომ კითხვები მოიხსნას სასამართლო სისტემის პოლიტიკურ გავლენებთან დაკავშირებით,“ – განაცხადა ბენიძემ.

სიახლეები

თოვლი, ნისლი, ქარბუქი – საქართველოში ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 იანვარს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 18 იანვრიდან 20 იანვრის დილამდე...

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრი დააკავეს, მათ შორის, 10 არასრულწლოვანია

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფების 16 წევრი დააკავეს, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ სხვადასხვა...

მსოფლიოში ყველაზე სახიფათო რამ უკრაინაში პუტინის ომია- უიკერი

ჩვენ სახიფათო პერიოდში ვცხოვრობთ. მთელ მსოფლიოში, ამ ნახევარსფეროში, ევროპაში, ინდო-წყნარ ოკეანეთში არაერთი დაძაბულობის კერაა,...

დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ირაკლი კობახიძე წელსაც არ მიიწვიეს

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დავოსის ეკონომიკურ ფორუმს არც წელს დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას BM.GE...