მთავარისიახლეებისამართალი,, გამოსავალი ერთია, პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ'' - ექსპერტები სტრასბურგის გადაწყვეტილების შესახებ

,, გამოსავალი ერთია, პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ” – ექსპერტები სტრასბურგის გადაწყვეტილების შესახებ

Published on

ვანო მერაბიშვილის საქმე პირველია, რომელზეც ევროსასამართლომ კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა დაადგინა. თუმცა, იგივე სარჩელი სტრასბურგში შეტანილი აქვთ გიგი უგულავას და ბაჩო ახალიას – აღნიშნეს წუხელ რუსთავი 2 – ის ეთერში გადაცემა ,,არჩევანის" მონაწილე  ექსპერტებმა და პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლებმა.

„ფონი ერთი და იგივეა – პოლიტიკური ოპონენტების დევნის კონტექსტში მომხდარი დარღვევები. გამოსავალი კი ერთია, რომ პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ, შეწყდეს დევნა პოლიტიკური მოტივით და ასეთ შემთხვევაში თავიდან ავიცილებთ მომავალში ასეთ გადაწყვეტილებებს,“ – აცხადებს იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე თინა ბურჯალიანი.

ნაციონალური მოძრაობის წევრი, გიორგი ტუღუში, ალოგიკურსა და  აბსურდულს უწოდებს ხელისუფლების  რეაქციას  ევროსასამართლოს მიერ ვანო მერაბიშვილის საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაზე და განსაკუთრებით , იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებას, რომ იგი  ევროპული სასმართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას დიდ პალატაში გეგმავს.

 თინა ბურჯალიანის შეფასებით, „იმედი, რომ დიდ პალატაში გასაჩივრდება და ამით რამე შეიცვლება, ეს არის ფუჭი იმედი. ის მოიგებს რამდენიმე თვეს. შემიძლია, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ მინიმალურია ალბათობა და არ არსებობს შანსი იმისა, რომ არსებითად განიხილოს ეს სარჩელი დიდმა პალატამ, რადგან ეს საქმე არ არის სამართლებრივი ნოვაცია. ეს არ არის საქმე, სადაც რაიმე რთულ სამართლებრივ საკითხებზე იმსჯელა ევროსასამართლომ. ძალიან სტანდარტული შეფასებები ყველაფრის, უბრალოდ ფაქტობრივი გარემოებებია მძიმე,“ – განაცხადა მან

 

სიახლეები

აშშ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის პროგრამას აჩერებს

ტრამპის ადმინისტრაცია ჩინეთის მოქალაქეებისთვის აშშ-ის კუნძულოვან ტერიტორიაზე უვიზო მიმოსვლის პროგრამას აჩერებს. გადაწყვეტილება მას შემდეგ...

საია: პარტიების აკრძალვა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში წონად საფუძვლებს მოითხოვს

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" აქვეყნებს მიმოხილვას - პოლიტიკური პარტიების აკრძალვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს...

ანა წითლიძე პლენუმს: ილია გზას აირჩევთ თუ ბერბიჭაშვილების, ეს თქვენი გადასაწყვეტია

"ჩვენ გვყავდა ანწუხელიძეც და სერგო ორჯონიკიძეც, ჩვენ გვყავდა ილია და გვყავდა ბერბიჭაშვილებიც. რომელ გზას...

საქართველოდან უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო...