გიგა ბოკერია ახალ სახეებსა და ნაციონალურ მოძრაობაზე

0
405

ერთიანი ნაციონალური მორაობისსაგარეო ურთიერთობათა მდივანმა  გიგა ბოკერიამ საზოგადოებრივი მაუწყებლისა და რადიოთავისუფლებასერთობლივი პროექტის, ფარგლებში მიმდინარე გადაცემაინტერview”-ში სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად პარტიაში მიმდინარე პროცესებზეც ისაუბრა. 

,,ტერმინი ახალი სახეები არც მე და არც ჩვენს ლიდერებს არასოდეს გვიხმარია, განახლება არ ნიშნავს იმას, რომ მსხვილი პოლიტიკური პარტიის, როგორიც ნაციონალური მოძრაობაა, ახალბედა ადამიანები იყვნენ უცებ წინ წამოწეული მთავარ როლებზე. ეს უბრალოდ უპასუხისმგებლო და არასერიოზული იქნებოდა და ამას ამომრჩეველი უყურადღებოდ არც დატოვებდა. აქ მთავარი ნიშანი მდგომარეობს იმაში, რომ ნაციონალური მოძრაობა ადრეც და ახლაც რჩება ადგილად, სადაც ყველაზე უფრო კომპეტენტური ხალხი ანუ ამ ქვეყნის პოლიტიკური ინტელექტი იყრის თავს. სულ ყველა არა, რა თქმა უნდა, მე ამას არ ვგულისხმობ, ინტელექტის მქონე ხალხი სხვა პოლიტიკურ ძალებშიც შეიძლება იყოს, მაგრამ მიზიდულობის ცენტრი იყო და ახლაც რჩება ნაციონალური მოძრაობა.’’ 

 ნაციონალური მოძრაობაარის პარტია, რომელსაც აერთიანებს ძალიან ფუნდამენტური პოლიტიკური შეხედულებები საქართველოს მომავალთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ყველა პოლიტიკური დევნილი ციხიდანაც გათავისუფლდება და საქართველოში ჩამოსვლის შესაძლებლობაც მიეცემა. როდესაც ივანიშვილის რეჟიმი არჩევნებში დამარცხდება, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილსაც მიეცემა საქართველოში ჩამოსვლის შესაძლებლობა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს.

2012 წელს არჩევნებში მარცხის შემდეგნაციონალურ მოძრაობაშიშიგნით დაიწყო პარტიის შიდა რეფორმირება და პარტიამ გადადგა ჩვენს უახლოეს ისტორიაში საკმაოდ უპრეცედენტო ნაბიჯები. ეს რეფორმა არაა დასრულებული, მაგრამ ეს გულისხმობს კოლექტიურ მართვაზე გადასვლასპოლიტიკური გადაწყვეტილებები ახლა მიიღება პოლიტიკურ საბჭოში, მეორე ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა მაგალითად საარჩევნო სიიის ფორმირება.  

მიხეილ სააკაშვილს ჰკითხეს შიდა პარტიულ დაპირისპირებებზე და მან თქვა, ის, რაშიც აბსოლუტურად ვეთანხმები, რომ ნაციონალური მოძრაობა არ არის ერთი ლიდერის ან თუნდაც რამდენიმე ლიდერის ან ბელადების პარტია. ეს არის პარტია, რომელსაც აერთიანებს ფუნდამენტური პოლიტიკური შეხედულებები საქართველოს მომავალთან დაკავშირებით. 2012 წელს, არჩევნებში მარცხის შემდეგ ნაციონალურ მოძრაობაში დაიწყო პარტიის შიდა რეფორმირება და პარტიამ გადადგა ჩვენს უახლეს ისტორიაში საკმაოდ უპრეცედენტო ნაბიჯები ამ რეფორმის მიმართულებით, ეს რეფორმა არაა დასრულებული და ეს რეფორმა, მოკლედ რომ გითხრათ, გულისხმობს კოლექტიურ მმართველობაზე გადასვლასგადაწყვეტილებები მიიღება პოლიტიკურ საბჭოში, ხშირად ცხარე დისკუსიების შედეგად, მეორეისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა, მაგალითად, საარჩევნო სიის ფორმირება, იქნა მიღებული ერთი შეხედვით საკმაოდ რთული, თუმცა, ჩემი აზრით, აბსოლუტურად სწორი მიმართულებით ჩამოყალიბებული წესები, მაგალითად, სიის ფორმირება აღარაა დამოკიდებული ერთ ან რამდენიმე ლიდერზე, დამოკიდებულია წინა არჩევნების შედეგებზე, შიდა პარტიულ პროცედურებზე და შიდა პარტიულ დემოკრატიის შედეგებზე, ეს არის ის მიმართულება, რა მიმართულებითაც ნაციონალური მოძრაობა განვითარდა. მიხეილ სააკაშვილმა სწორედ ამაზე ისაუბრა, რომ ნაციონალური მოძრაობა არაა ერთი ბელადის ან რამდენიმე ლიდერის პარტია, არის პარტია იმ ადამიანებისა, ვინც ამ პარტიის ნაწილებად თვლიან თავს. ბუნებრივია, პარტიაში არიან მსხვილი, საშუალო, დამწყები ლიდერები და ეს ყველაფერი დინამიკაშია.'' –განაცხადა გიგა ბოკერიამ 

 

 

 

 

 

 

 

წინა სტატიაზუგდიდში მაღაზია ,,ნიკორა” დააყაჩაღეს
შემდეგი სტატიაზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე “ნიკორას” სუპერმარკეტი დააყაჩაღეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური