მთავარისიახლეებიპოლიტიკა„ქართული ოცნების“ მორიგი „შიდა კვლევის“ შედეგებით მოსახლეობა ყველაზე მეტად...

„ქართული ოცნების“ მორიგი „შიდა კვლევის“ შედეგებით მოსახლეობა ყველაზე მეტად ნაციონალურ მოძრაობას ენდობა

Published on

სააგენტო GHN ,,ქართული ოცნების'' მიერ ჩატარებული მორიგი „შიდა კვლევის'' შედეგებს აქვეყნებს. ჩატარდა პირველ ივნისს, თბილისში.  სააგენტოს ინფორმაციით,  ,,ქართულ ოცნებას'' სურდა გაერკვია  მოსახლეობის განწყობა, ომელ პარტიას ენდობაიგი არჩევნებამდე 4 თვით ადრე.რომელი პოლიტიკური პარტიები იმსახურებენ ნდობას სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში.  

კვლევა  „ქართული ოცნებისთვის'' კვლავ არასახარბიელოდ და ნაციონალური მოძრაობისთვის სასარგებლოდ დასრულდა. 

,სულ გამოკითხვის ანკეტაში შეტანილი იყო 13 სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საკითხი, რომელთაგან რესპოდენტები მხოლოდ 4 საკითხის გადაწყვეტას ანდობენ „ოცნებას“ .

9 სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხის გადაწყვეტას რესპოდენტების უმეტესობა ნაციონალურ მოძრაობას ანდობს.

უნდა აღინიშნოს, რომ 13-დან 2 საკითხის შემთხვევაში ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის ნდობა თითქმის თანაბარია.

ქართული ოცნების კვლევაში შეყვანილია შემდეგი პარტიები: ქართული ოცნება, ნაციონალური მოძრაობა, ალასანია-თავისუფალი დემოკრატები, რესპუბლიკური პარტია, პატრიოტთა ალიანსი-მრეწველები, ბურჯანაძე-ეროვნული ფორუმი, ლეიბორისტული პარტია, გირჩი, ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის.

რესპოდენტებისთვის დასმული კითხვა შემდეგი სახით იყო ფორმულირებული –  „რომელი პოლიტიკური პარტია მიგაჩნიათ კომპეტენტურად შემდეგ საკითხში“ პასუხები შემდეგი სახით განაწილდა (გავაზობთ პირველ ოთხ პოზიციას):

კონსტიტუცია და სახელმწიფო მოწყობა: ქართული ოცნება – 12%; ნაციონალური მოძრაობა – 9%; რესპუბლიკური პარტია – 8%; ალასანია-თავისუფალი დემოკრატები – 6%

იუსტიცია და მართლმსაჯულება: ნაციონალური მოძრაობა – 18%; ქართული ოცნება – 10%; რესპუბლიკური პარტია – 7%; ალასანია-თავისუფალი დემოკრატები – 6%

საზოგადოებრივი წესრიგი და პოლიცია:  ნაციონალური მოძრაობა – 22%; ალასანია-თავისუფალი დემოკრატები – 7% ქართული ოცნება 5%; რესპუბლიკური პარტია – 4%;

თავდაცვა და უსაფრთხოება: ნაციონალური მოძრაობა -25%; ალასანია-თავისუფალი დემოკრატები – 10% რესპუბლიკური პარტია – 9%; ქართული ოცნება 7%;

საგარეო პოლიტიკა: ნაციონალური მოძრაობა -32%; ქართული ოცნება 15%; პატრიოტთა ალიანსი – მრეწველები -13%; ალასანია-თავისუფალი დემოკრატები და ბურჯანაძე- ეროვნული ფორუმი -12-12%;  

ფინანსური პოლიტიკა: ნაციონალური მოძრაობა – 11%, ქართული ოცნება -3%, ალასანია-თავისუფალი დემოკრატები -1%; გირჩი-1%;

ეკონომიკური პოლიტიკა: ნაციონალური მოძრაობა – 22%; ქართული ოცნება -7%, ალასანია-თავისუფალი დემოკრატები -6%; გირჩი-4%;

სოციალური პოლიტიკა: ქართული ოცნება -24%; ნაციონალური მოძრაობა – 23%; ლეობორისტული პარტია – 11%; ბურჯანაძე- ეროვნული ფორუმი – 5%;

დასაქმება – ნაციონალური მოძრაობა -11%; ქართული ოცნება – 6%; ლეობორისტული პარტია და გირჩი – 2-2%; ალასანია – თავისუფალი დემოკრატები და ბურჭულაძე- სახელმწიფო ხალხისთვის 1-1%;

სოფლის მეურნეობა და გარემოს დაცვა – ქართული ოცნება -25%; ნაციონალური მოძრაობა – 15%; რესპუბლიკური პარტია -6%, ალასანია – თავისუფალი დემოკრატები და ლეიბორისტული პარტია 2-2%;

მეცნიერება და განათლება-  ნაციონალური მოძრაობა -14%; ქართული ოცნება – 13%; ალასანია – თავისუფალი დემოკრატები -5%, რესპუბლიკური პარტია – 4%;

კულტურა და ძეგლთა დაცვა –  ნაციონალური მოძრაობა –17%; ქართული ოცნება – 11%; ბურჭულაძე- სახელმწიფო ხალხისთვის -4%; რესპუბლიკური პარტია – 3%;

შერიგებისა და კონფლიქტების რეგულირება – ქართული ოცნება – 17%; ნაციონალური მოძრაობა -13%, ალასანია – თავისუფალი დემოკრატები -11%; ბურჯანაძე- ეროვნული ფორუმი – 8%;

სატელეფონო კვლევა ჩატარებულია 1-ელ ივნისს თბილისის მასშტაბით.

 
 

სიახლეები

POLITICO- ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე

Politico-ს ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან დახურულ შეხვედრაზე მკვეთრად...

HRW-ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch წერს, რომ ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ ის, თუ...

პოლონეთში 5 თვის ბავშვი დაიღუპა – დაკავებულია ქართველი დედა, მამაზე კი ძებნა გამოცხადდა

პოლონეთის ქალაქ პოზნანის საავადმყოფოში 5 თვის ბავშვი გარდაიცვალა, რომელიც კლინიკაში მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს  ადგილობრივი...

ვიბრძოლებ მანამ, სანამ ყველა დამნაშავე არ დაჯდება საბრალდებო სკამზე! – მოკლული მასწავლებლის დედა

მოკლული მასწავლებლის დედა, ეკა კუპატაძე მადლობას უხდის საქმის მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს, პროკურორებსი და გამომძიებლების...