მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,რუსთავი 2'' უარს ამბობს ბიძინა ივანიშვილის შეთავაზებაზე და ერთერთ მოტივად ასახელებს იმას,...

,,რუსთავი 2” უარს ამბობს ბიძინა ივანიშვილის შეთავაზებაზე და ერთერთ მოტივად ასახელებს იმას, რომ გაურკვეველია მოქალაქე ივანიშვილის პრეტენზია ლოკაციის შეცვლაზე

Published on

რუსთავი 2 უარს ამბობს ბიძინა ივანიშვილის შეთავაზებაზე  სპეციალური ფორმატის ტელეეთერის ორგანიზებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ნათქვამია ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებულ საპასუხო განცხადებაში/

"რუსთავი 2 ვერ დათანხმდება ბიძინა ივანიშვილისთვის სპეციალური ფორმატის შემუშავებას შემდეგი მიზეზების გამო:

1. ჩვენ გვაქვს პოლიტიკური თოქშოუს (არჩევანი გიორგი გაბუნიასთან ერთად) მყარი საეთერო დრო – სამშაბათი, 22.00 საათი, გარდა გადაუდებელი ექსტრემალური სიტუაციებისა (13 ივნისის სტიქია, რუსთავი 2ის სასამართლო საქმე), როგორადაც ამ შემთხვევას არ მივიჩნევთ. შესაბამისად, ვერ განვიხილავთ ვერც ერთ სხვა ვარიანტს (შემოთავაზებული იყო ოთხშაბათი);

2. ჩვენ არ ვიღებთ რესპონდენტებისგან ულტიმატუმებს, კითხვების თემატიკა რა საკითხებით უნდა იყოს შემოფარგლული (შემოთავაზებული იყო ივანიშვილის წერილი და გაურკვეველი სიცრუის ტირაჟირება ჩვენს ეთერში);

3. ჩვენ არ განვიხილავთ თოქშოუს ფორმატს სხვა (თუნდაც ჩვენივე სარედაქციო ფასეულობების გამზიარებელ მეგობრულ არხებთან) ერთად მრავალი ჟურნალისტის მონაწილეობით (შემოთავაზებული იყო ტელეკომპანია ტაბულასთან ერთად შერეული ფორმატი);

4. ჩვენ არ განვიხილავთ შესაძლებლად ინტერვიუს სხვა ლოკაციაზე, გარდა რ2ის შენობისა (შემოთავაზებული იყო ნეიტრალური ტერიტორია). ჩვენი თოქშოუ არჩევანი ყოველთვის ტარდება ჩვენსავე ტერიტორიაზე, გარდა იმ გამონაკლისებისა, როცა რესპოდენტი არ იმყოფება ქვეყნის ტერიტორიაზე (მაგალითად, ინტერვიუები მიხეილ სააკაშვილთან). თვით ამ ქვეყნის ყველაზე დასაცავი ფიგურის – საქართველოს პრეზიდენტის უსაფრთხოების გარანტიებს თუ ვაკმაყოფილებთ (და გიორგი მარგველაშვილი არაერთხელ ყოფილა ჩვენი სტუმარი), გაურკვეველია მოქალაქე ივანიშვილის პრეტენზია ლოკაციის შეცვლაზე. განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით ეს პრობლემა არ შექმნილა და ივანიშვილის ინტერვიუ ჩაიწერა სწორედ საზმაუს შენობაში, და არა ნეიტრალურ ტერიტორიაზე. ამას გარდა, გადაცემა სავარაუდოდ მოითხოვს ვიდეო მასალების მონიტორზე დემონსტრირებას, რაც სასტუმროში ან სხვა ლოკაციაზე ტექნიკურად შეუძლებელია;

5. ჩვენ სრულიად გამოვრიცხავთ მესამე პირის – ე.წ. მოდერატორის მონაწილეობას ჩვენს თოქშოუში. ამგვარი პრაქტიკის შესახებ საერთოდ არც გვსმენია, თუ საკითხი არ ეხება წინასაარჩევნო დებატებს, სადაც დებატების მკაცრი წესების და დროის ლიმიტების სამართავად იყენებენ დამოუკიდებელ მოდერატორებს;

შესაბამისად, ტელეკომპანია რუსთავი 2 უარს აცხადებს შემოთავაზებულ ფორმატზე და საპასუხოდ სთავაზობს ბატონ ივანიშვილს შემდეგს:

1. წარმოდგენილ იქნეს რესპონდენტად გადაცემა არჩევანში, ნებისმიერ სამშაბათს, 22 საათზე, რ2ის შენობაში, სანდრო ეულის 5ა.

2. მისთვის დასასმელი საკითხების წრე განისაზღვრება საკუთრივ არხის მიერ და წინასწარ ეცნობება (საკითხები და არა კონკრეტული შეკითხვები) რესპონდენტს;

3. თუ ბატონი ივანიშვილი საჭიროდ ჩათვლის ჩვენს ეთერში მასზე გასული ცალკეული გადაცემების შესახებ საუბარს, თოქშოუ არჩევანის წამყვან გიორგი გაბუნიასთან ერთად, გადაცემაში მონაწილეობას მიიღებენ ასევე ის ჟურნალისტები, რომელთა მხილებასაც ის აპირებს სიცრუის ტირაჟირებაში. მხოლოდ ამგვარად მივიჩნევთ შესაძლებლად პოლემიკის ადეკვატურად წარმართვას, რადგან გიორგი გაბუნია ვერ იქნება რელევანტური მაგალითად ეკა კვესიტაძის ან აკაკი გოგიჩაიშვილის მიერ მომზადებულ გადაცემებზე დისკუსიის წარსამართად;

4. გადაცემაში მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ რუსთავი 2ის ჟურნალისტები, ჩვენი პატივისცემის მიუხედავად ჩვენი კოლეგების მიმართ სხვა ტელეკომპანიებიდან. მოდერაციას განახორციელებს გადაცემის წამყვანი – გიორგი გაბუნია;

5. გადაცემა გადაიცემა მხოლოდ პირდაპირ ეთერში;

ვინაიდან, შესაძლოა დადგეს ფორმატის კორექტირების და მასში დამატებით ჟურნალისტების ჩართვის საჭიროება, ჩვენს შემოთავაზებაზე თანხმობის შემთხვევაში, გთხოვთ გვაცნობოთ თქვენი პასუხი დასაგეგმ ეთერამდე არა უგვიანეს 1 კვირისა."

სიახლეები

მოქალაქეთათვის მიყენებული ზიანი 12 მლნ ლარია – სფერო ჰოლდინგის დამფუძნებელი დააკავეს

პროკურატურა ადასტურებს, რომ მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...

„საქართველო დემოკრატიის ბოლო ნაკვერჩხლებს აქრობს“ – The Economist-ი სტატიას აქვეყნებს

„საქართველო დემოკრატიის ბოლო ნაკვერჩხლებს აქრობს“ - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გავლენიანი გამოცემა The Economist-ი. სტატიაში...

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე დააკავეს

დაკავებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, ლევან კუპატაშვილი - ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ...

წვევამდელი, რომელიც ამ კანონს დაარღვევს, 1 000 ლარით დაჯარიმდება

„თავდაცვის კოდექსსა“ და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები შედის, რომელის თანახმადაც წვევამდელი, რომელიც სამედიცინო პროცედურების...