მთავარისიახლეებიეკონომიკახობში ქვესადგური ,,ხორგა'' ამუშავდა

ხობში ქვესადგური ,,ხორგა” ამუშავდა

Published on

დასრულდა ქვესადგურ ,,ხორგას'' მშენებლობა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში .

 ქვესადგურის  სიმძლავრე 220/110კვ,  რაც გააძლიერებს დასავლეთ რეგიონის უმნიშვნელოვანეს კვანძს „ვარდნილჰესი-ზუგდიდი-მენჯი-ხორგა-ფოთი-ბათუმი“, კერძოდ ხელს შეუწყობს ელექტროენერგიის გადაცემის სიმძლავრის გაზრდას, პერსპექტივაში ასაშენებელი ჰიდროელექტროსადგურებიდან ახალი სიმძლავრეების გატარებას, ფოთის ინდუსტრიული ზონისთვის დამატებითი სიმძლავრის უწყვეტ მიწოდებას, საექსპორტო ბაზრებთან დაკავშირებას და საშუალებას მისცემს ქვეყანას გაზარდოს ელექტროენერგიის ექსპორტი თურქეთში.

ახალი ვესადგურის მშენებლობა 2015 წლის ივლისში დაიწყო საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის  „რეგიონალური ელექტროგადაცემის გაუმჯობესების პროექტის“ ფარგლებში, პროექტი განხორციელდა აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით. მისი ღირებულება თითქმის 12 მილიონი ევროა. სამშენებლო სამუშაოებს ავსტრიული კომპანია აწარმოებდა. მშენებლობაზე დასაქმებული იყო ადგილობრივი მოსახლეობა.

ქვესადგურის გახსნის საზეიმო ცერემონიას დაესწრნენ საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, აქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის რეაბილიტაციის მმართველი სულხან ზუმბურიძე, საქართველოში „აზიის განვითარების ბანკის“ მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი (ADB) იეშიმ ელჰან-კაიალარი და სამეგრელო – ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე კახაბერ რუსია.

„მსგავსი პროექტების განხორციელებით საქართველო თავის რეგიონულ თუ საერთაშორისო მნიშვნელობის ფუნქციას და დანიშნულებას უბრუნდება, ჩვენ ვიყავით და კვლავაც ვხდებით სატრანზიტო ხიდი,დერეფანი ევროპასა და აზიას შორის. საქართველოზე გადის მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტების ინტერესები და ეს   ქვეყნის სწრაფად ფეხზე დადგომის, მისი უსაფრთხოების საწინდარია. ”-განაცხადა კახა კალაძემ.

 

სიახლეები

ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულდა-ტრამპი

ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ანკარაში,...

შევქმნით “რეფორმატორთა საბჭოს”, აღმასრულებელი მდივანი ჟორჟოლიანი იქნება – სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გამოქვეყნებულ წერილში ამბობს, რომ გეგმავს, შექმნას "რეფორმატორთა საბჭო",...

დაკავებულია “ქურდულ სამყაროსთან” დაკავშირებული 29 პირი, 3-ს ბრალი წარედგინება – შსს

შსს-ს განცხადებით, ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 29 პირი...

აშშ-მ ირანულ ნავთობზე სანქციები აღადგინა

შტატების პასუხი - ირანის მიერ ჰორმუზის სრუტესა და მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ნავთობტანკერზე თავდასხმის შემდეგ...