მთავარისიახლეებიპოლიტიკაეს იყო ყველაზე რბილი სასჯელი - ნიკა მელია კორცხელის ინციდენტის მონაწილეებისთვის სასამართლოს...

ეს იყო ყველაზე რბილი სასჯელი – ნიკა მელია კორცხელის ინციდენტის მონაწილეებისთვის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შესახებ

Published on

 ნიკა მელიამ ,“აიპრესის'' თხოვნით   კორცხელის ინციდენტის მონაწილეებისთვის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება შეაფასა. მელია აცხადებს, რომ ხელისუფლების მცდელობის შედეგად კორცხელის ინციდენტში იდეტიფიცირებულ ადამიანებს ყველაზე რბილი სასჯელი შეეფარდათ. მისვე განცხადებით სასჯელი კორცხელის დაპირისპირებაში იდეტიფიცირებულ ყველა ადამიანს არ შეფარდებია.

“მე თავიდანვე ვაცხადებდი, რომ მე პირადად არ ვითხოვდი მათ დასჯას და არც ერთი იქ დაზარალებული, კანონს უნდა დაესაჯა და კანონით იყო გათვალისწინებული ის ქმედება, როგორ დასჯადი, მაგრამ სამწუხაროდ ყველამ ვიხილეთ, რომ ხელისუფლება მაქსიმალურად ეცადა ის შესაფერისი სასჯელი რაც ზონდერებს ეკუთვნოდათ, თავიდან აერიდებინათ და ყველაზე რბილი სასჯელი მიუსადაგეს, ხულიგნობის მუხლი წაუყენეს მეორე და მესამე ნაწილი. რა თქმა უნდა ეს არაადეკვატური სასჯელი იყო და არის, თანაც მხოლოდ 6 ადამიანს, მაშინ როდესაც მინიმუმ 12-13 ადამიანი იყო იქ ძალიან დიდი აგრესიით და მაღალი ძალადობის ხარისხით გამორჩეული.

ამიტომ ეს სასჯელი არის რა თქმა უნდა სასაცილო, საზოგადოების თვალის ასახვევად გაკეთდა და ამიტომაც როცა გახსენდება, რომ სამი ახალგაზრდა რომლებსაც სამ თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს, რომლებმაც შეხლა-შემოხლის დროს პიჯაკის საყელო გაურღვიეს დეპუტატს, ამ ფონზე სახეზე გვაქვს შერჩევითი სამართალი”,-აცხადებს მელია.

ნიკა მელიას კორცხელის ინციდენტში მონაწილე ადამიანების დასჯის იმედი აქვს, თუმცა ოქტომბრის შემდეგ.

“მე დარწმუნებული ვარ ეს ადამიანები შესაბამის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან ეს იქნება ოქტომბრის, ნოემბრის თუ დეკემბრის თვე, დარწმუნებული ვარ, საკადრისი მიეზღვებათ ამ მართლაც ზონდერებს, სპორტსმენებს ვერ ვუწოდებ, რადგან არც ერთი თავმოყვარე სპორტსმენი ისე არ იქცევა, როგორც ისინი იქცეოდნენ.

ეს მართლაც არაადეკვატურია, იქ რომ ყოფილიყო პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის, დაუმორჩილებლობის, სახეზე იყო ანგარიშსწორება პოლიციის თანამშრომლისა და ერთ-ერთი პოლიციელი ფიზიკურად გახდა ანაგარიშსწორების მსხვერპლი, მედიის თანამშრომლებისთვის ხელის შეშლა, უბრალოდ რამე სხვა მუხლი, გაცილებით მძიმე დაეყენებინათ, მაგრამ არც ერთ ადამიანს არც შევარდნაძის ხელისუფლების დროს მსგავსი დარღვევა არ შერჩენია, არც ჩვენი ხელისუფლების დროს არავის შერჩენია და არც ამ ხელისუფლების, კონკრეტულად ამ ზონდერების შემთხვევაში არ შერჩება”,-აცხადებს მელია.

ცნობისათვის, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ კორცხელის ინციდენტში მონაწილეეებს აღკვეთ ღონისძიებად გირაო შეუფარდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ხუთ მათგანს 7 ათას ლარიანი გირაო დაეკისრა, ერთს – 10 ათას ლარიანი.

სიახლეები

რომელსაც ვიცნობდი, იმ საქართველოს მე ვეღარ ვხედავ – აუსტრევიჩუსი

ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრეიჩუსმა საქართველოს ახლანდელი მდგომარეობა ადრინდელს შეადარა და ტვ "ფორმულას" გადაცემა "გეოპოლიტიკაში" განცხადა,...

მარნეულში ორი პირი დავაკავეთ, ნარკოტიკი და იარაღი ამოვიღეთ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულისა და ცეცხლსასროლი იარაღის...

სფფ-ს დაჯილდოებაზე ხვიჩა კვარაცხელია წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაჯილდოებაზე 2025 წლის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა. GFF Awards 2025-ის ღონისძიება...

უკრაინელებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის 5 სოფელი გაათავისუფლეს

უკრაინელმა სამხედროებმა დნიპროპეტროვსკის ოლქში ხუთი სოფელი გაათავისუფლეს. ამის შესახებ 225-ე ცალკეულმა მოიერიშე პოლკმა სოციალურ ქსელში განაცხადა. "დნიპროპეტროვსკის...