მთავარისიახლეებიპოლიტიკა"უნდა გვქონდეს კონკრეტული ფაქტები, რომ რაიმე განცხადება გავაკეთოთ", - სახალხო დამცველი რუსთავი...

“უნდა გვქონდეს კონკრეტული ფაქტები, რომ რაიმე განცხადება გავაკეთოთ”, – სახალხო დამცველი რუსთავი 2-ის საქმეზე

Published on

რუსთავი ორის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით ყველა შესაძლო დარღვევას, ერთიანი განცხადებით, სახალხო დამცველი უახლოეს დღეებში გამოეხმაურება.უჩა ნანუაშვილის თქმით, აპარატი სააპელაციო სასამართლოში რამდენიმე კოლეგიის შეცვლის მიზეზებს და არსებული კოლეგიის მიერ პროცესის წარმართვას დეტალურად სწავლობს.„ჩვენ ვაკვირდებით მიმდინარე პროცესს. უნდა გვქონდეს კონკრეტული ფაქტები იმასთან დაკავშირებით, რომ რაიმე განცხადება გავაკეთოთ, მათ შორის კოლეგიის და კოლეგიის ობიექტურობასთან დაკავშირებით. ჯერჯერობით ჩვენ ასეთი ინფორმაცია არ გაგვაჩნია. თუკი პროცესში გამოიკვეთება და ჩვენ უნდა დაველოდოთ კიდევ რამდენიმე დღე იმისთვის, რომ შესაძლებლობა გვქონდეს შესაბამისი დასკვნების.ჩვენ დაწყებული გვაქვს გამოძიება, თუ რა გახდა მიზეზი კოლეგიების შეცვლის.  სპეციალურ განცხადებას ერთიანად ყველა შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება გამოიკვეთოს პროცესში აუცილებლად გავამახვილებთ ყურადღებას“, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.  

რუსთავი 2

სიახლეები

უკრაინულმა დრონებმა იაროსლავლის ნავთობგადამამუშავებელს დაარტყეს

3 ნოემბრის ღამეს უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ქალაქ იაროსლავლში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, "სლავნეფტ-იანოსზე", მიიტანეს იერიში....

„ოლე-ოლას” სიმღერის გამო, სოფო ბათილაშვილი სასამართლოში დაიბარეს

“ოლე-ოლას” სიმღერის ვიდეოზე მომღერალ სოფო ბათილაშვილს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინეს და სასამართლოში იბარებენ. ამის შესახებ მომღერალი...

ნანა სანდერი ციხეს რამდენიმე დღეში დატოვებს

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ნანა სანდერს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. სასჯელის სახით მას 1 წლითა...

გეკა გელაძე შსს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა. "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"...