მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ცვლილებებს ვეტო დაადო

პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ცვლილებებს ვეტო დაადო

Published on

საკონსტიტუციო სასამართლოს კანონში პარლამენტის მიერ შეტანილ ცვლილებებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო. გადაწყვეტილების მისაღებად გიორგი მარგველაშვილს ვადა 3 ივნისს ეწურებოდა. მანამდე ცვლილებები პრეზიდენტმა ვენეციის კომისიას გადაუგზავნა, რომლის დასკვნაც გასულ კვირას გამოქვეყნდა. ის 3 საკითხზე მოიცავს რეკომენდაციებს:

  1. მოსამართლეთა ვადას;
  2. პლენუმის მიერ გადაწყვეტილების მიღების მაღალ კვორუმს;
  3. ასევე მოსამართლის უფლებას საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, საქმე გადასცეს პლენუმს განსახილველად.

"ჩვენი დამოკიდებულების შინაარსი და კითხვის ნიშნები ეხებოდა სასამართლოს ფუნქციონირებას, რამდენად ფუნქციონირებადი იქნებოდა ამ კანონების შედეგად საკონსტიტუციო სასამართლო," – განმარტა გიორგი მარგველაშვილმა. ვენეციის კომისიას პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა უმოკლეს ვადებში გადაგზავნილ კითხვებზე პასუხის გაცემისთვის.„ნათლად გამოვლინდა, რომ ის, რაც ჩვენ გვაწუხებდა, აწუხებს ასევე ვენეციის კომისიასაც და მათთვის ის ფორმულირებები, რომლებიც იყო კანონში დაფიქსირებული, მიუღებელი აღმოჩნდა,“ – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.პრეზიდენტის განმარტებით, პარლამენტს გადაეგზავნება ის მოტივირებული შენიშვნები, რომელიც აქამდეც გამოხატავდა კითხვის ნიშნებს. ეს ეხება სასამართლოში გადაწყვეტილების მიღების კვორუმის საკითხებს, ასევე, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა 10 წლიანი ვადის სრულფასოვნად ფუნქციონირებას."ჩვენი თანამშრომლობის შედეგად ბატონ პრემიერმინისტრთან მე მაქვს იმედი რომ ჩვენი პოზიციები იქნება გაზიარებული და პარლამენტი ვეტოს გაიზიარებს და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო გააგრძელებს ეფექტურ ფუნქციონირებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სახელმწიფოსთვის,“ – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.  

რუსთავი 2.

სიახლეები

უკრაინულმა დრონებმა იაროსლავლის ნავთობგადამამუშავებელს დაარტყეს

3 ნოემბრის ღამეს უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ქალაქ იაროსლავლში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, "სლავნეფტ-იანოსზე", მიიტანეს იერიში....

„ოლე-ოლას” სიმღერის გამო, სოფო ბათილაშვილი სასამართლოში დაიბარეს

“ოლე-ოლას” სიმღერის ვიდეოზე მომღერალ სოფო ბათილაშვილს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინეს და სასამართლოში იბარებენ. ამის შესახებ მომღერალი...

ნანა სანდერი ციხეს რამდენიმე დღეში დატოვებს

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ნანა სანდერს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. სასჯელის სახით მას 1 წლითა...

გეკა გელაძე შსს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა. "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"...