რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზიდან გააძევეს. მას მოსამართლე ნათია გუჯაბიძის განცხადებაზე რეპლიკის გაკეთების საშუალება არ მისცეს, შემდეგ კი გააძევეს პროცესიდან.გვარამიამ მოსამართლეთა კოლეგიას მიმართა და განაცხადა, რომ კოლეგია, თეა წულუკიანი და მთავრობის წევრები ერთიდაიგივე დისკუსიის ნაწილი არიან და "ერთნაირად დაამთავრებენ"."ბატონო ნიკა წინა სხდომაზე თქვენ თქვით, რომ წულუკიანმა დაგვიწერა გადაწყვეტილება, წაკითხულიც გაქვთ. მე საჯაროდ გთავაზობთ დალუქული პაკეტით მოიტანეს ის გადაწყვეტილება, როცა ჩვენ გამოვაცხადებთ ჩვენსას, ადგილზე გავხსნათ და შევადაროთ. თუ დაემხვევა იმას, რაც ვითომ წულუკიანმა დაგვიწერა, მე გავიხდი მანტიას და წავალ სასამართლოდან", – მიმართა მოსამართლე ნათია გუჯაბიძემ გვარამიას. რუსთავი 2-ის დირექტორთან ერთად სასამართლო დარბაზი დამსწრეთა ნაწილმაც დატოვა.
ნიკა გვარამია მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდან გააძევა
სიახლეები
მსოფლიო
მანანა ანდღულაძე მიხაილო პოდოლიაკის ძმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება
მოძრაობა "სამოქალაქო საზოგადოების" ერთერთი დამფუძნებელი და ლიდერი მანანა ანდღულაძე ეხმიანება ცალკეული უკრაინული და ასევე,...
სიახლეები
“ასავალ-დასავალის” ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძეს სტუ-ში ლექტორის უფლებამოსილება შეუჩერეს
„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, დიტო ჩუბინიძეს, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ასწავლიდა, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა. ამ...
სიახლეები
შოიგუ-ოცნებამ 2024-ში გადატრიალება აღკვეთა და ეროვნული ინტერესების დაცვის კურსი აიღო
მოსკოვი საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს იწონებს. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ...
სიახლეები
სოფელ შამგონაში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა – გარდაცვლილია ერთი ადამიანი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში ავტომობილი დაიწვა,შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა ცეცხლმოკიდებული ავტომობილიდან...