მთავარისიახლეებიპოლიტიკაავლაბრის რეზიდენციაში ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. განსახილველ საკითხებს შორისაა ხურჩაში მომხდარი...

ავლაბრის რეზიდენციაში ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. განსახილველ საკითხებს შორისაა ხურჩაში მომხდარი მკვლელობა

Published on

საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით ავლაბრის რეზიდენციაში ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. 

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია სამი საკითხის განხილვა: 1. მზადება ნატო-ს ვარშავის სამიტისთვის; 2. რეგიონული უსაფრთხოების საკითხები; 3. უსაფრთხოების გარემო საოკუპაციო ხაზის მიმდებარე რაიონებში.
ამ კონტექსტში, როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რამდენიმე დღის წინ განაცხადეს, საუბარი შეეხება ხურჩაში ე.წ. მესაზღვრის მიერ საქართველოს მოქალაქის – გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხსაც.

ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხელმძღვანელობს. მას უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები ესწრებიან, მათ შორის პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი.

სხდომის დაწყებამდე საბჭოს წევრებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.  მედიისათვის განხილული თემების შესახებ ინფორმაციის მიწოდება  სხდომის დასრულების შემდეგ იგეგმება. აპირებენ. ამ წუთებში პრეზიდენტთან უშიშროების საბჭოს წევრები არიან შეკრებილი. მსჯელობის მთავარი თემები მიმდინარე და ახლო მომავალში დაგეგმილიპოლიტიკური მოვლენები  იქნება.

 

 

სიახლეები

უკრაინამ პირველი მართვადი საჰაერო ბომბი შექმნა

პირველი უკრაინული მართვადი საჰაერო ბომბი (KAB) საბრძოლო გამოყენებისთვის მზადაა, მისი შემუშავება 17 თვე გაგრძელდა...

ტრამპი- ირანის დრო იწურება, ჯობია, მალე იმოქმედონ!

აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანთან სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე წერს, რომ ირანს დრო...

“ოცნება” საჯარო სივრცეში გამოთქმული მოსაზრებების კონტროლს იწყებს

შინაგან საქმეთა სამინისტროში იქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქცია საჯარო სივრცეში გამოთქმული მოსაზრების სისტემური...

ეს არ არის ჩემი განსასჯელი – ცოტნე ივანიშვილი სინდისის პატიმრებზე

„მოდით, ძალიან მოკლედ გეტყვით: თავისთავად, ძალიან მტკივნეული არის ყველასთვის ნებისმიერი პატიმრის მდგომარეობა, განსაკუთრებით, ახალგაზრდის....