მთავარისიახლეებიეკონომიკადიპლომატიური ტური სამეგრელოში

დიპლომატიური ტური სამეგრელოში

Published on

დღეს დილით საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები თბილისიდან სამეგრელოსკენ  გამოემგზავრნენ – საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით რეგიონში ორდღიანი ( 28 – 29 მაისი) დიპლომატიური ტური ეწყობა .

წუხელ ზუგდიდში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა მათი დახვედრის სამზადისი – მათ შორის   გაზონების კრეჭა დადიანების სასახლეთა პარტერში.

ორმოცამდე უცხოელი სტუმარი სამეგრელოსკენ მატარებლით მოემართება. მისიების ხელმძღვანელები გაეცნობიან სამეგრელოს ეკონომიკურ და ტურისტულ პოტენციალს, დაათვალიერებენ რეგიონის ღირსშესანიშნაობებს – ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს.გაეცნობიან საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ პროექტებს,  დაათვალიეებრებენ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის განკუთვნილ ტერიტორიას. 

დიპლომატები საინფორმაციო შეხვედრებს რეგიონის ხელმძღვანელობასთანაც გამართავენ. დიპლომატიური ტურის მონაწილეებისთვის რეგიონის შესახებ პრეზენტაციას გამართავს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია.

დიპლომატიური ტური – 2016 ეწყობა საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით.  თანაორგანიზატორია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, „საპარტნიორო ფონდი“ და საქართველოს რკინიგზა.

 

სიახლეები

ვლადიკავკაზში ახალშობილებს “გეორგიევსკი ლენტები” შეაბეს

9 მაისს დაბადებული ახალშობილებისა და მათი მშობლებისთვის სიურპრიზი მოამზადა ვლადიკავკაზის ერთ-ერთი სამშობიარო სახლის ადმინისტრაციამ:...

ესპანეთში “ჰანტავირუსის” მასობრივი გავრცელების შესახებ ცნობები სიცრუეა

ინფორმაცია ჰანტავირუსის გამო ესპანეთში საყოველთაო კარანტინის გამოცხადების შესახებ ფეიკია და სიმართლეს არ შეესაბამება. წამყვანი საერთაშორისო...

ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს თავს დაესხნენ

"მთის ამბების" დამფუძნებელი სოციალურ ქსელში წერს, რომ თავდასხმა გადაცემა "ღია სივრცის" დასრულების შემდეგ, მცირე...

СБУ-მ დააკავა პირი, რომელიც 9 მაისს რუსი მაღალჩინოსნის მკვლელობას გეგმავდა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) ინფორმაციით, ოდესაში რუსეთის აგენტი დააკავეს, რომელიც 9 მაისს უკრაინის შეიარაღებული ძალების...