მთავარისიახლეებიპოლიტიკადიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ოკუპირებულ აფხაზეთთან მიმდებარე პირობით სასაზღვრო ზოლში იმყოფებიან

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ოკუპირებულ აფხაზეთთან მიმდებარე პირობით სასაზღვრო ზოლში იმყოფებიან

Published on

სამეგრელოში დიპლომატიური ტური დაიწყო. ორმოცამდე ქვეყნის ელჩი და ასევე რეგიონში მომუშავე  საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამ წუთებში , აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, ენგურის ხიდზე იმყოფებიან, აქედან   გადაინაცვლებენ სოფელ რუხში გახსნილ სავაჭრო ცენტრში, მოგვიანებით კი,  მშენებარე მულტიფუნქციურ საავადმყოფოს დაათვალიერებენ. საღამოს დიპლომატიური კორპუსის წაერმოამდგენლებისა და სხვა სტუმრებისთვის ანაკლიაში   რეგიონის განვითარების გეგმის პრეზენტაცია გაიმართება. სტუმრებთან  ერთად არიან ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ხვალ ტურის მეორე დღეა.  დაგეგმილია ანაკლიის იმ ტერიტორიის დაათვალიერება, სადაც სადაც პორტი უნდა აშენდეს, რის შემდეგაც  საწარმო „სტიმორს“, რომელიც პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებშია დაფინანსებულ ი.

პროგრამაშია ისტორიული  და კუტურული მემკვიდრეობის  ძეგლების, კერძოდ,  დადიანების სასახლეების დათვალიერება  ზუგდიდსა და მარტვილში. 

სიახლეები

ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა

სასამართლომ ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა - გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე...

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა - ამის შესახებ სასამართლო სხდომაზე...

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია ზურაბ ზვიადაური

თბილისში დააკავეს ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონი და "ოცნების" ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური. ინფორმაციას ამის შესახებ შსს-ს...

საგამოძიებომ 75 137 ბოთლი კუსტარულად დამზადებული სასმელი ამოიღო – დააკავეს 7 პირი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შიდა ქართლში ამოღებულია უპრეცედენტო რაოდენობის, 75 137 ბოთლი ალკოჰოლური...