მთავარისიახლეებისაზოგადოებაომბუდსმენი სამეგრელოს სოფლების მოსახლეობას შეხვდა

ომბუდსმენი სამეგრელოს სოფლების მოსახლეობას შეხვდა

Published on

საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი  წალენჯიხისა და მარტვილის  სოფლებში მოსახლეობას შეხვდა. 
სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ომბუდსმენი  გაეცნო სოფლად არსებულ საზოგადო  სოციალურ პრობლემებსა და კონკრეტულ საკითხებს , რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას  აწუხებს. სამეგრელოში მოსახლეობის ძირითად პრობლემას სოციალური საკითხები, ინფრასტრუქტურის გაუმართაობა წარმოადგენს. კერძოდ, შეჩერებულია გაზიფიცირება, მოუგვარებელია ეკომიგრანტებისა და დევნილთა განსახლების საკითხი, მძიმეა სოციალურად დაუცველთა მდგომარეობა; მოსახლეობა ნაპირსამაგრი სამუშაოების წარმართვას ითხოვს; მუნიციპალიტეტის სოფლების ამბულატორიების უმრავლესობაში პრობლემურია მედიკამენტებით მომარაგების საკითხი; გადაუდებელ შემთხვევებში ექიმები წამლების საკუთარი ხელფასით იძენენ. მოუწესრიგებელი გზების გამო გვიანდება სასწრაფო სამედიცინო მომსახურება და ავადმყოფის ტრანსპორტირება; ასევე, წალენჯიხისა და მარტვილის მუნიციპალიტეტის სკოლები და ბაღები მეტწილად რეაბილიტაციას საჭიროებს. საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების შიდა ინფრასტრუქტურა მოუწესრიგებელია. რიგ სკოლებში სპორტული დარბაზები არ ფუნქციონირებს, ნაწილში კი არ არის სპორტული ინვენტარი.

სახალხო დამცველს განცხადებით, წალენჯიხის რაიონის მცხოვრებმა პირებმა მიმართეს, რომელთა სამოსახლოზეც ჯვარი-ხორგას დამაკავშირებელი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ანძების დამონტაჟება მიმდინარეობს. მოსახლეობის განცხადებით, თხოვნის მიუხედავად, მშენებლობის განმახორციელებელი კომპანია ანძების ჯანმრთელობაზე ზემოქმედების საფრთხის შესახებ მათ ინფორმაციას არ აწვდის. მოსახლეობა ვერც სათანადო კომპენსაციას იღებს.

სახალხო დამცველი რეგიონში არსებული როგორც ინდივიდუალური, ასევე ზოგადი პრობლემების შესწავლას განაგრძობს და შესაბამისი რეკომენდაციით უწყებებს უახლოეს პერიოდში მიმართავს.

სიახლეები

ნანა სანდერი ციხეს რამდენიმე დღეში დატოვებს

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ნანა სანდერს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. სასჯელის სახით მას 1 წლითა...

გეკა გელაძე შსს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა. "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"...

პრაქტიკულად რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას ვუახლოვდებით-ფიფია

პუტინისტი ბიზნესმენი და ღიად პრორუსული პარტიის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერი მამუკა ფიფია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში...

TI- მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს განცხადებით, მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია. "ნოდარ მელაძის შაბათის 31 ოქტომბრის სიუჟეტში...