მთავარისიახლეებისაზოგადოებამთავარი პროკურორი შოთაძე არ თვლის საჭიროდ დაიკითხოს კალაძე, რომელსაც, ენმ -...

მთავარი პროკურორი შოთაძე არ თვლის საჭიროდ დაიკითხოს კალაძე, რომელსაც, ენმ – ის მტკიცებით, ,,კორცხელში ვითარება მიჰყავდა”

Published on

მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებამ , რომ კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით დაიკითხებიან ნიკა მელია და გიგა ბოკერია, ხოლო კახი კალაძე – არა, პოლიტიკურ წრეებსა და საზოგადოებაში გარკვეული კითხვები  ( მათ შორის რიტორიკულიც) წარმოშვა.  

ამ კითხვების პასუხად  ვიცე პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ შოთაძეს აქვს ,,სრული კომპეტენცია და ცოდნა ვინ დაკითხოს და ვინ – არა, ამიტომ  არ აპირებს მის კომპეტენციაში შესვლას''

შეგახსენებთ, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ითხოვს, სოფელ კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით პოლიტიკური პასუხისმგებლობა კახა კალაძემ აიღოს. შესაბამისი განცხადება სერგო რატიანმა გააკეთა. მისი თქმით, ”იმ დღეს ვითარება კალაძეს მიყავდა”. 

”ჩვენ ვხედავთ, რომ არავინაა დაკავებული. საერთოდ არ არის საუბარი შემკვეთებზე. შემსრულებლები ყველანი ღია ეთერით ვიხილეთ.  ვნახეთ, რომ დამნაშავე პირები აქეთ აყენებენ ულტიმატუმს, რომ დაკავების შემთხვევაში, საპროტესტო აქციებს დაიწყებენ. ვიდრე არ იქნება საუბარი დამკვეთზე, ვიდრე მთავრობასა და უმრავლესობაში არ იქნება ნება იმისა, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა დაეკისროს მას, ვინც ეს ინციდენტი დაუკვეთა, მანამ დამნაშავეები ულტიმატუმის ფორმით ისაუბრებენ”, – განაცხადა რატიანმა.

სიახლეები

ნანა სანდერი ციხეს რამდენიმე დღეში დატოვებს

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ნანა სანდერს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. სასჯელის სახით მას 1 წლითა...

გეკა გელაძე შსს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა. "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"...

პრაქტიკულად რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას ვუახლოვდებით-ფიფია

პუტინისტი ბიზნესმენი და ღიად პრორუსული პარტიის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერი მამუკა ფიფია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში...

TI- მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს განცხადებით, მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია. "ნოდარ მელაძის შაბათის 31 ოქტომბრის სიუჟეტში...