ამ წუთებში ცენტრალური ბაზრის გარემოვაჭრეები მერიასთან იმყოფებიან და იქ შესვლას ცდილობენ, თუმცა ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და აქციის მონაწილეებს შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევს.გარემოვაჭრეები მერთან შეხვედრას და გარევაჭრობის ნებართვას ითხოვენ. გარემოვაჭრეებმა ამ მოთხოვნით აქცია რამდენიმე დღის წინათაც გამართეს და ქუთაისში, პარლამენტისკენ ფეხით მსვლელობაც მოაწყვეს.გარემოვაჭრეები ქუთაისიდან დაბრუნების შემდეგ ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეს შეხვდნენ და რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებაც წაარმოეს, თუმცა ამ შეხვედრამ, როგორც მოვაჭრეები ამბობენ, შედეგი ვერ გამოიღო.გარემოვაჭრეთა ნაწილი აცხადებს, რომ მერიასთან მანამ დარჩებიან, სანამ შიგნით არ შეუშვებენ და მერს ირაკლი გოგოხიას არ შეხვდებიაბ, ნაწილი კი კვლავ ქუთაისში წასვლას გეგმავს.რამდენიმე დღის წინ გარემოვაჭრეების მერიის ზედამხედველობის სამსახურმა განუმარტა, რომ გარევაჭრობის ნებრათვას მერია კატეგორიულად არ გასცემს, რადგან ეს არის უკანონო, ხოლო მათთვის ბაზრის შიგნით გამოყოფილია ადგილები და შეუძლიათ ისარგებლონ იმით, ისე რომ ბაზრის ადმინისტრაცია მათ 3 თვის განმავლობაში თანხას არ გადაახდევინებს"-აღნიშნა ნუკრი ესართიამ.გარემოვაჭრეები მერიასთან იმყოფებიან და ამ დრომდე აქციას მართავენ.
გარემოვაჭრეები მერიაში შესვლას ცდილობენ
სიახლეები
სიახლეები
ნანა სანდერი ციხეს რამდენიმე დღეში დატოვებს
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ნანა სანდერს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. სასჯელის სახით მას 1 წლითა...
Uncategorized
გეკა გელაძე შსს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა
გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა.
"საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"...
სიახლეები
პრაქტიკულად რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას ვუახლოვდებით-ფიფია
პუტინისტი ბიზნესმენი და ღიად პრორუსული პარტიის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერი მამუკა ფიფია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში...
სიახლეები
TI- მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს განცხადებით, მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია.
"ნოდარ მელაძის შაბათის 31 ოქტომბრის სიუჟეტში...