მთავარისიახლეებიპოლიტიკაუკრაინის გენპროკურატურა ოდესაში საქართველოს ყოფილი გენერალური კონსულის სამსახურებრივ და საცხოვრებელ შენობებში ჩხრეკას...

უკრაინის გენპროკურატურა ოდესაში საქართველოს ყოფილი გენერალური კონსულის სამსახურებრივ და საცხოვრებელ შენობებში ჩხრეკას ატარებს-ipn

Published on

უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო უახლოეს საათებში აპირებს მოისმინოს საგამოძიებო ქვეგანყოფილების ხელმძღვანელების მოხსენება, რომელიც ოდესის საოლქო ადმინისტრაციაში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას უკავშირდება. „უკრაინსკაია პრავდა“ ამის შესახებ პროკურატურის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება.უწყების ინფორმაციით, გენერალური პროკურატურის გამომძიებლები უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად ჩხრეკას ატარებენ, რომელიც უკავშირდება სისხლის სამართლის საქმის წარმოების ფარგლებში საქართველოს გენერალური საკონსულოს თანამდებობის პირთა მიერ უკანონო ფინანსურ ოპერაციებს 2012-13 წლებში.„აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, მათ შორის, ყოფილი გენერალური კონსულის, თეიმურაზ ნიშნიანიძის სამსახურებრივ და საცხოვრებელ შენობებში. ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია შავი დოკუმენტაცია, რომელიც უკანონო ფინანსურ ოპერაციებს ადასტურებს“, – განაცხადეს უკრაინის გენპროკურატურაში.ფაქტი ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა გააპროტესტა. „ლიგა.ნეტ“-ის ინფორმაციით, მან მომხდარს „სამარცხვინო პოლიტიკური დაკვეთა“ უწოდა და იური ლუცენკოს გამომძიებლების გაყვანა მოსთხოვა.

interpressnews.ge

სიახლეები

ნანა სანდერი ციხეს რამდენიმე დღეში დატოვებს

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ნანა სანდერს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. სასჯელის სახით მას 1 წლითა...

გეკა გელაძე შსს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა. "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"...

პრაქტიკულად რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას ვუახლოვდებით-ფიფია

პუტინისტი ბიზნესმენი და ღიად პრორუსული პარტიის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერი მამუკა ფიფია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში...

TI- მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს განცხადებით, მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია. "ნოდარ მელაძის შაბათის 31 ოქტომბრის სიუჟეტში...