ირაკლი შოთაძემ გიგა ოთხოზორიას ოჯახს მიუსამძიმრა

0
362

საქართველოს მთავარ პროკურორს ოთხოზორიას მკვლელის დაკავებაზე ინფორმაცია არა აქვს, ირაკლი შოთაძემ ეს ინფორმაცია ჟურნალისტებთან დაადასტურა, მისი თქმით,"ის, რაც მოხდა, შემზარავი ფაქტია,მივმართავთ ინტერპოლს, რატა მკვლელზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდეს.შოთაძეს იმედი აქვს, რომ ძებნა წითელი ცირკულარით გამოცხადდება.19 მაისს, დაახლოებით 15:00 საათზე, ხურჩანაბაკევის .. საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გალის რაიონის მკვიდრი გიგა ოთხოზორია .. მესაზღვრემ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. ოთხოზორიას დღეს ზუგდიდში დაკრძალავენ.

 

ის, რაც მოხდა, შემზარავი ფაქტია. მივმართავთ ინტერპოლს, რომ მკვლელზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდეს. აღნიშნა საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში, რომელიც ვლაქერნის ღმრთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში გიგა ოთხოზორიას ოჯახისთვის მისასამძიმრებლად იმყოფებოდა.

შოთაძე გამოთქვამს იმედს, რომ დამნაშავეზე ძებნა წითელი ცირკულარით გამოცხადდება. მთავარმა პროკურორმა არ დაადასტურა ინფორმაცია, რომ მკვლელი დაკავებულია. აღნიშნა, რომ ისინი მსგავს ცნობას არ ფლობენ. რაც შეეხება სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე უსაფრთხოების ზომებს, შეიცვლება თუ არა ამ კუთხით რამე, შოთაძის განცხადებით, ეს საკითხი მის კომპეტენციას სცილდება.

წინა სტატიაპაატა ზაქარეიშვილი;”დღევანდელი ფაქტი ადასტურებს, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება”
შემდეგი სტატია“ვეცდებით ოჯახს შევუქმნათ ნორმალური პირობები და ოდნავ მაინც შევუმსუბუქოთ ტრაგედია“- მამუკა ცოტნიაშვილი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური