მთავარისიახლეებისაზოგადოებასტუდენტებმა ხურჩაში გიგა ოთხოზორიას მკვლელობა გააპროტესტეს

სტუდენტებმა ხურჩაში გიგა ოთხოზორიას მკვლელობა გააპროტესტეს

Published on

სოფელ ხურჩაში კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებმა რამდენიმე დღის წინ ოკუპანტების მიერ მოკლული გიგა ოთხოზორიას ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს და მისი მკვლელობა გააპროტესტეს. მათ შემთხვევის ადგილი გვირგვინით შეამკეს, სანთლები დაანთეს და საქართველოს ჰიმნი შეასრულეს. სტუდენტების განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ მკცარი რეაგირება უნდა მოახდინოს მომხდარზე. კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო-სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეუერთდნენ. გიგა ოთხოზორია ხურჩა-ნაბაკევის საზღვარზე, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ე.წ აფხაზმა მესაზღვრემ ცეცხლასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მოკლა. მას 26 მაისს, ზუგდიდში დაკრძალავენ.

სიახლეები

საოკუპაციო ხაზს მიღმა სოფელში დათა პაპას მეუღლე გარდაიცვალა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, რომელიც საოკუპაციო ხაზს მიღმაა, დათა (პაპას) ვანიშვილის მეუღლე, ვალია ვანიშვილი...

ძლიერდება, როცა ებრძვიან – მაია ასათიანი ნანუკა ჟორჟოლიანზე

"17-ის იყო, რომ გავიცანი, მე-18-ის, მეგობრებიც ვიყავით და მტრებიც, არ იყო ადვილი, ის რომ...

არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი – ეკა ხოფერია

რა ვიცი, რა გითხრათ აბა... გავაგრძელოთ ასე. საქმე არც მხოლოდ ნანუკაშია, არც ბუკა პეტრიაშვილში...

ძალიან კარგი და შინაარსიანი შეხვედრა გაიმართა – დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვის მშობლები პატრიარქს შეხვდნენ

პატრიარქმა მოგვისმინა და განაცხადა, რომ ყველა საჭირო პირთან ექნება კომუნიკაცია ამ პრობლემის მოგვარების მიზნით...