მთავარისიახლეებიპოლიტიკანაციონალური მოძრაობა საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტს უცხადებს

ნაციონალური მოძრაობა საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტს უცხადებს

Published on

   ამ წუთებში  რუსთავი 2 – ის ეთერიდან ცნობილი ხდება, რომ ნაციონალური მოძრაობა საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტს უცხადებს.  ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობამ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.   

 „ვხედავთ რომ ხელისუფლება ვერ აცნობიერებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მას ეკისრება კორცხელის ინციდენტზე, ვხედავთ, რომ ვერ აცნობიერებენ, რომ მთელი საქართველო ხედავს, რომ დამნაშავე არის ხელისუფლებაში, ვხედავთ, რომ ხელისუფლება ვერ აცნობიერებს, რომ რეალობა შეცვლილია და ხალხი მას ეუბნება არჩევნებზე არას, და ამ არჩევანის წართმევა უნდათ, ვერ აცნობიერებენ, რომ 4 წლის განმავლობაში ვერაფერი გააკეთეს ხალხისთვის და ახლა უნდათ იძალადონ ხალხის არჩევანზე. სანამ არ იქნება დამნაშავე დადგენილი, სანამ არ იქნება დამკვეთი დადგენილი, ასევე არ იქნება დადგენილი ადამიანები, ვინც იძალადეს იმ დღეს, ჩვენ ვაცხადებთ ბოიკოტს და არ შევდივართ დარბაზში. ეს იქნება ჩვენი ბოიკოტი,“- განაცხადა სერგო რატიანმა.

ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ სანამ კორცხელის ინციდენტში დამნაშავეები და დამკვეთები არ იქნებიან დასჯილები, ბოიკოტს გააგრძელებენ.

„ჩვენ ვხედავთ, რომ პოლიცია გახდა მძევალი ივანიშვილის და, ფაქტობრივად, ძალადობის თანაორგანიზატორი, პასიური დამკვირვებელი ზოგ შემთხვევაში, პრკურატურა არის მონურ მდოგმარეობაში და ივანიშვილის დავალებებს ასრულებს. ასეთივე მდგომარეობაში არიან მინისტრები, მონურ მდგომარეობაში არის პრემიერმინისტრი და საპარლამენტო უმრავლესობა, ჩვენი ამოცანა არ არის ვითამაშოთ ინსტიტუტობანა, როცა ინსტიტუტები ჩამოშლილია,“- განაცხადა გიორგი გაბაშვილმა. 

სიახლეები

ნანა სანდერი ციხეს რამდენიმე დღეში დატოვებს

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ნანა სანდერს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. სასჯელის სახით მას 1 წლითა...

გეკა გელაძე შსს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა. "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"...

პრაქტიკულად რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას ვუახლოვდებით-ფიფია

პუტინისტი ბიზნესმენი და ღიად პრორუსული პარტიის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერი მამუკა ფიფია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში...

TI- მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს განცხადებით, მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია. "ნოდარ მელაძის შაბათის 31 ოქტომბრის სიუჟეტში...