მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილმა ნასაკირალში გამარჯვებული დეპუტატი ოდესაში მიიწვია

მიხეილ სააკაშვილმა ნასაკირალში გამარჯვებული დეპუტატი ოდესაში მიიწვია

Published on

,,დღეს, ოდესაში ვუმასპინძლე ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო სიის კანდიდატების ძალიან საინტერესო ჯგუფს. ასევე მეწვია ნასაკირალის არჩევნებში გამარჯვებული ბესო კათამაძე. პირველად, 2012 წლის შემდეგ ნაციონალურმა მოძრაობამ დაასრულა დამარცხებების სერია და ხელახლა დაიწყო გამარჯვებები. დღეს ბესოს გადავეცი სამახსოვრო საათი, რომლითაც უნდა ათვალოს დრო 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ უმრავლესობის მოპოვებამდე. საღამოს კი, ყველა წავედით ბესოს გენიალური მოგვარის კონცერტზე. ბესომ კონცერტის შემდეგ, განუმეორებელ ნინო ქათამაძესთან ფოტოც გადაიღო. – წერს მიხეილ სააკაშვილი თავის   Facebook- გვერდზე და დეპუტატთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. 

 შეგახსენებთ,  22 მაისს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, დაბა ნასაკირალში ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატის და "თავისუფალი ზონის" გურიის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის გამარჯვებით დასრულდა. დეპუტატი ოდესაში მიხეილ სააკაშვილის მიწვევით ჩავიდა. ჩვენი ინფრმაციით,  მასთან ერთად მიწვეული იყო კორცხელში გამარჯვებული კანდიდატიც – ვარადებულ ლაშხია, თუმცა მისი გამგზავრება შეაფერხა კორცხელში მოწყობილი რბევისას  ნაცემი ბავშვის გადაუდებელმა ოპერაციამ.



 

სიახლეები

ნანა სანდერი ციხეს რამდენიმე დღეში დატოვებს

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ნანა სანდერს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. სასჯელის სახით მას 1 წლითა...

გეკა გელაძე შსს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა. "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"...

პრაქტიკულად რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას ვუახლოვდებით-ფიფია

პუტინისტი ბიზნესმენი და ღიად პრორუსული პარტიის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერი მამუკა ფიფია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში...

TI- მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს განცხადებით, მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია. "ნოდარ მელაძის შაბათის 31 ოქტომბრის სიუჟეტში...