მთავარისიახლეებისაზოგადოებათაბუკაშვილის ქუჩაზე მცხოვრები დევნილები ახალი ჭაბურღილის გათხრას ითხოვენ

თაბუკაშვილის ქუჩაზე მცხოვრები დევნილები ახალი ჭაბურღილის გათხრას ითხოვენ

Published on

თაბუკაშვილის ქუჩაზე მცხოვრები დევნილები სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის შედეგებს არ ეთანხმებიან და ამბობენ, რომ აუცილებელია ახალი ჭის გათხრა, რადგან არსებული ჭაბურღილი ფეკალური მასებით არის დაბინძურებული და ფილტრის დაყენებით პრობლემა არ მოგვარდება.დასკვნაში წერია, რომ მცირეოდენი ჰიგიენური გადამეტება, რომელიც ფიქსირდება, დაუქლორავი წყლისთვისაა დამახასიათებელი და შესაძლოა ზედაპირული წყლებით იყოს გამოწვეული. მხარეებმა საინიციატივო ჯგუფის შექმნის გადაწყვეტილება მიიღეს, რომელიც არსებულ პრობლემას კიდევ ერთხელ განიხილავს და მოთხოვნებს სამშენებლო კომპანია "დაგის" გააცნობს.გასულ თვეს, დევნილთა დასახლებაში ნაწლავური ინფექცია გავრცელდა, რომელიც სავარაუდოდ, სასმელი წყლის დაბინძურებამ გამოიწვია. ინფექციის ნიშნები ათეულობით ადამიანს, მათ შორის, ბავშვებს აღენიშნებოდათ.

სიახლეები

ნანა სანდერი ციხეს რამდენიმე დღეში დატოვებს

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ნანა სანდერს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. სასჯელის სახით მას 1 წლითა...

გეკა გელაძე შსს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა. "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"...

პრაქტიკულად რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას ვუახლოვდებით-ფიფია

პუტინისტი ბიზნესმენი და ღიად პრორუსული პარტიის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერი მამუკა ფიფია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში...

TI- მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს განცხადებით, მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია. "ნოდარ მელაძის შაბათის 31 ოქტომბრის სიუჟეტში...