მთავარისიახლეებიპოლიტიკა„საუბარი, რომ თითქოს პრობლემას ქმნის სისხლის სამართლის კოდექსი, ეს არის უბრალოდ ცინიკური...

„საუბარი, რომ თითქოს პრობლემას ქმნის სისხლის სამართლის კოდექსი, ეს არის უბრალოდ ცინიკური ფარისევლობა,” – დავით ბაქრაძე

Published on

ოპოზიცია კორცხელში მომხდარ ინციდენტსა და პრემიერს ინიციატივასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.თავისუფალი დემოკრატების წევრი ირაკლი ჩიქოვანი აცხადებს რომ აცხადებს, რომ  პარტია პრემიერის ინიციატივას მხარს დაუჭერს.„რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს დავუჭერთ, მაგრამ მთავარია,  რომ არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ უნდა ქონდეს სურვილი, ასე წააქეზოს საკუთარი მხარდამჭერები და მეორე, თუ კანონი დაირღვა, მოქმედი კანონმდებლობა ბოლომდე იქნეს აღსრულებული,“ – განაცხადა განაცხა ირაკლი ჩიქოვანმა.ამავე საკითხთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა ნაციონალური მოძრაობის წევრმა დავით ბაქრაძემ.„საუბარი, რომ თითქოს პრობლემას ქმნის სისხლის სამართლის კოდექსი, ეს არის უბრალოდ ცინიკური ფარისევლობა. კოდექსში არის ყველა მუხლი, იმისთვის, რომ მონდომების და სურვილის შემთხვევაში, ხელისუფლებამ აღკვეთოს ძალადობა და დასაჯოს მოძალადეები,“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ.შეგახსენებთ, საარჩევნო უბანთან ძალადობა ან ძალადობის მუქარა სისხლის სამართლის კოდექსით დაისჯება. 

რუსთავი2

სიახლეები

ნანა სანდერი ციხეს რამდენიმე დღეში დატოვებს

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ნანა სანდერს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. სასჯელის სახით მას 1 წლითა...

გეკა გელაძე შსს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა. "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"...

პრაქტიკულად რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას ვუახლოვდებით-ფიფია

პუტინისტი ბიზნესმენი და ღიად პრორუსული პარტიის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერი მამუკა ფიფია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში...

TI- მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს განცხადებით, მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია. "ნოდარ მელაძის შაბათის 31 ოქტომბრის სიუჟეტში...