მთავარისიახლეებიპოლიტიკა"როდესაც ადამიანებზე ხდება თავდასხმა და არავის აძლევენ პასუხისგებაში, შერჩევითი მართლმსაჯულებაა," - ზაზა...

“როდესაც ადამიანებზე ხდება თავდასხმა და არავის აძლევენ პასუხისგებაში, შერჩევითი მართლმსაჯულებაა,” – ზაზა ხატიაშვილი

Published on

კორცხელში მომხდარ ძალადობას აფასებეს ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი. არასამთავრობოებს მიაჩნიათ, რომ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება უნდა წარიმართოს დროში შემჭიდროებულ ვადებში და ობიექტურად.„ლორთქიფანიძის ინციდენტის დროს, როდესაც ამ ადამიანის მიმართ არანაირი ძალადობა არ იყო, ადამიანები მისცეს პასუხისგებაში და როდესაც ადამიანებზე ხდება თავდასხმა, ამის კადრები არსებობს და არავის არ აძლევენ პასუხისგებაში, ეს არის შერჩევითი მართლმსაჯულება. საქართველოში პოლიციელების ძალადობამ მიიღო ახალი მუხტი, მას შემდეგ, რაც ბატონი ქობალია, რომელმაც ბრალდებულს კოკა-კოლა აალოკინა და აწამა, დანიშნეს პოლიციის სამმართველოს უფროსად,“ – აცხადებს ზაზა ხატიაშვილი.არასამთავრობო სექტორში აცხადებენ, რომ სამართალდამცველებმა ასევე უნდა შეისწავლონ ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის ფაქტები, რომელსაც ასევე ქონდა ადგილი კორცხელში.  „რაც მეტი დრო გავა და არ იქნება კონკრეტული ხელშესახები შედეგები გამოძიებაში, ეს დაადასტურებს, რომ აღნიშნული ძალადობა შესაძლოა, ძალიან მარტივად დარჩეს დაუსჯელი,“ – აღნიშნა საია-ს თავმჯდომარემ, ანა ნაცვლიშვილმა. 

რუსთავი2

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...