მთავარისიახლეებისაზოგადოება„ქართული არხების ღია ეთერით მიღება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის უკვე შესაძლებელია“

„ქართული არხების ღია ეთერით მიღება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის უკვე შესაძლებელია“

Published on

ქართული არხების ღია ეთერით მიღება აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის უკვე შესაძლებელია. ამის შესახებ ინფორმაცია news.ge-ს კერძო მულტიპლეს ოპერატორმა – შპს „სტერეო +“-მა მიაწოდა.როგორც „სტერეო პლუსში“ განაცხადეს, მათ უკვე დაასრულეს სამუშაოები ოკუპირებული ტერიტორიების დიდი ნაწილის დასაფარად. კომპანიის სიგნალი იქ მცხოვრებ მოსახლეობას 20-მდე ქართული არხის უფასოდ მიღების შესაძლებლობას აძლევს.სიგნალის მისაღებად საჭიროა დეციმეტრული ანტენა და DVB-T2 სტანდარტის მოწყობილობა (SET –TOP-BOX).შეგახსენებთ, რომ საქართველოს ციფრულ მაუწყებლობაზე 2015 წლის 17 ივნისიდან გადავიდა. ის ამიერკავკასიაში არის ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც ვალდებულება დადგენილ ვადაში და თანაც წარმატებით განახორციელა.

news.ge

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...