მთავარისიახლეებისაზოგადოებადევნილები ახალი ჭაბურღილის გათხრას ითხოვენ

დევნილები ახალი ჭაბურღილის გათხრას ითხოვენ

Published on

თაბუკაშვილის ქუჩაზე მცხოვრები დევნილები სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის შედეგებს არ ეთანხმებიან და ამბობენ, რომ აუცილებელია ახალი ჭის გათხრა, რადგან არსებული ჭაბურღილი ფეკალური მასებით არის დაბინძურებული და ფილტრის დაყენებით პრობლემა არ მოგვარდება.

დასკვნაში წერია, რომ მცირეოდენი ჰიგიენური გადამეტება, რომელიც ფიქსირდება, დაუქლორავი წყლისთვისაა დამახასიათებელი და შესაძლოა ზედაპირული წყლებით იყოს გამოწვეული.

მხარეებმა საინიციატივო ჯგუფის შექმნის გადაწყვეტილება მიიღეს, რომელიც არსებულ პრობლემას კიდევ ერთხელ განიხილავს და მოთხოვნებს სამშენებლო კომპანია "დაგის" გააცნობს.

გასულ თვეს, დევნილთა დასახლებაში ნაწლავური ინფექცია გავრცელდა, რომელიც სავარაუდოდ, სასმელი წყლის დაბინძურებამ გამოიწვია. ინფექციის ნიშნები ათეულობით ადამიანს, მათ შორის, ბავშვებს აღენიშნებოდათ.

სიახლეები

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 10%-ით შემცირდა

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 2026 წელს, წინა წელთან შედარებით, 10%-ით შემცირდა. სახელმწიფოს...

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შესაძლო ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს -...

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, 3 141 აბიტურიენტი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ცნობით, 2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე,...