მთავარისიახლეებიჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოითხოვს კორცხელში ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტების გამოძიებას

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოითხოვს კორცხელში ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტების გამოძიებას

Published on

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს დაუყოვნებლივ გამოიძიონ ჟურნალისტების შეურაცხყოფისა და მათ მიმართ ძალადობის ყველა ფაქტი და ადეკვატურად დასაჯონ სამართალდამრღვევები, რომ სამომავლოდ არ წახალისდეს მსგავსი შემთხვევები. ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა ხელისუფლების მოვალეობაა.
,,წინასაარჩევნო პერიოდში სიტუაცია კიდევ უფრო იძაბება, მნიშვნელოვანია, ყველას კარგად ესმოდეს, რომ კონკრეტული შემთხვევის დროს ჟურნალისტი ადგილზე იმყოფება არა პირადი ინტერესის გამო, არამედ მიმდინარე მოვლენების შესახებ საზოგადოების ინფორმირებისთვის. შესაბამისად, დაუშვებელია მუშაობისას ჩარევა ან ხელშეშლა.''- ნათქვამია განცხადებაში. 
 
შეგახსენებთ,   გუშინ კორცხელში მმართველი პარტიის მიერ მობილიზებული  ჯგუფის ძალისმიერი მოქმედების პირობებში  საფრთხის ქვეშ აღმოჩნდნენ ჟურნალისტები, რომლებიც არჩევნების მიმდინარეობას აშუქებდნენ. მათ ყველა მეთოდით უშლიდნენ ხელს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში, უხეშად ცდილობდნენ მათ გაძევებას თავიანთ ,,საბრძოლო პოლიგონად'' ქცეული ტერიტორიიდან – საარჩევნო უბნის გარე პერიმეტრიდან,  შეურაცხყოფას აყენებდნენ ჟურნალისტებს, ცდილობდნენ კამერებისა და გადაღებული მასალების   წართმევას ( რაც აიპრესის გადამღები ჯგუფის შემთხვევაში  შეძლეს კიდეც), ესროდნენ ქვებსა და წყლით სავსე ბოთლებს, რის შედეგადაც დაშავდა   ტელერადიო კომპანია ,,ოდიშის" ოპერატორი. ინფორმაცია ჟურნალისტების მიმართ უხეში გამოხდომების შესახებ მთელი დღე ვრცელდებოდა მედიასაშუალებებში.  
 
  ტელერადიოკომპანია ,,ოდიშმა '' გუშინვე გაავრცელა საგანგებო განცხადება, რომელშიც ნათქვამია:  ,, ტელერადიოკომპანია ,,ოდიში'' გადაჭრით  გმობს  ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების, სოფელ კორცხელის მოსახლეობისა და იქ მყოფი ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებულ ბარბაროსულ აქტს და მთელ პასუხისმგებლობას მომხდარისათვის ხელისუფლებას აკისრებს''.  
 

სიახლეები

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 10%-ით შემცირდა

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 2026 წელს, წინა წელთან შედარებით, 10%-ით შემცირდა. სახელმწიფოს...

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შესაძლო ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს -...

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, 3 141 აბიტურიენტი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ცნობით, 2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე,...