მთავარისიახლეებიპოლიტიკა"თავისუფალი დემოკრატების" ზუგდიდის ორგანიზაცია კორცხელში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

“თავისუფალი დემოკრატების” ზუგდიდის ორგანიზაცია კორცხელში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

Published on

"თავისუფალი დემოკრატების" ზუგდიდის ორგანიზაცია გმობს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში განხორციელებული ძალადობის ფაქტს. ცალსახაა რომ ქვეყანაში ნორმალური, სამართლიანი და მშვიდ გარემოში არჩევნების ჩატარება არის როგორც ცენტრალური ისე ადგილობრივი ხელისუფლების პასუხისმგებლობა. ნებისმიერი პოლიტიკური ძალის მხრიდან ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიმართულია ძალადობის პროვოცირებაზე ან განხორციელებაზე, ჩვენთვის არის მიუღებელი.

ჩვენ, „თავისუფალი დემოკრატების" ზუგდიდის ორგანიზაცია კიდევ ერთხელ ვგმობთ სოფელ კორცხელში მომხდარ ფაქტს და მოვუწოდებთ ხელისუფლებას აღნიშნული სასწრაფოდ იქნას გამოძიებული და თითოეული მასში მონაწილე მოძალადე უმკაცრესად იქნას დასჯილი.

4 წლის წინ ჩვენ ერთად შევებრძოლეთ მსგავს ფაქტებს, ჩვენ ერთად გავიმარჯვეთ ძალადობაზე, ზეწოლაზე, ადამიანის თავისუფლების ხელყოფაზე. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ ქვეყანაში ნორმალური საარჩევნო კულტურის დასამყარებლად და მათ შორის განსაკუთრებით ქალაქ ზუგდიდში და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში"

სიახლეები

სტუდენტები ეთნიკური უმცირესობის სტუდენტების განათლების უფლების უზრუნველყოფას და ილიაუნის ავტონომიურობას ითხოვენ

სოლიდრობა ილიას უნივერსიტეტს - სასწავლო დაწესებულებასთან ცოტა ხნის წინ, საგანგებო განცხადება ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელმა...

ამოღებულია უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა – დაკავებულია 51 პირი-შსს

სპეოცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - შინაგან საქმეთა სამინისტრომ 51 პირი დააკავა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე შინაგან...

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში ვიზიტს აჯამებს

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ საქართველოში რამდენიმედღიანი ვიზიტის დასრულების შემდეგ შემაჯამებელი განცხადება გაავრცელა. მათი თქმით,...

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა, "მთავარი ამბები კახეთიდან" ავცელებს....