მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ქართული ოცნება'' არ აღიარებს თავის როლს კორცხელის მოვლენებში. ,,ნაციონალური მოძრაობა'' მთელ პასუხისმგებლობას...

,,ქართული ოცნება” არ აღიარებს თავის როლს კორცხელის მოვლენებში. ,,ნაციონალური მოძრაობა” მთელ პასუხისმგებლობას მმართველ პარტიას აკისრებს

Published on

ნაციონალური მოძრაობა კოცხელში მომხდარ ფაქტზე პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს. განცხადება ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ პარტიის ოფისში საგანგებო ბრიფინგზე გოკა გაბაშვილმა გააკეთა. 

„თბილისიდან ჩაყვანილი ზონდერბრიგადებმა, კუნთმაგარმა ბრიგადებმა, რომლებიც აცხადებენ, რომ ტურისტები არიან, მოაწყვეს თავდასხმა ჩვენს წარმომადგენლებზე, ისინი იყვნენ შეიარაღებული კასტეტებით, რკინის ხელჯოხებით და მოაწყვეს სერიოზული ფიზიკური ანგარიშსწორება ყველასთან, ვინც იმყოფებოდა საარჩევნო უბანზე. ეს არის პირდაპირი პასუხისმგებლობა ხელისუფლების და ეს ხდებოდა სინქრონში პოლიციასთან, რომლებიც საერთოდ არც ეკარებოდნენ ამ ზონდერჯგუფებს. არათუ ვინმე  არის დაკავებული, არამედ ახლაც დგანან  საარჩევნო უბანთან და ხელს უშლიან ხმის მიცემაში. დაძაბულობის პოტენციალი კიდევ არსებობს, ეს ჯგუფები არსად არ წასულან, რაც ერთი მათგანი დაკავებული არ არის, არც ერთი მათგანი გაყვანილიც კი არ არის ტერიტორიიდან. სამარცხვინოა ცესკოს განცხადება, რომელმაც ორივე მხარეს მოუწოდა სიმშვიდისკენ, ერთის მხრივ იქ იყვნენ ჩასული პოლიტიკოსები, მეორეს მხრივ იქ იყვნენ ჩასული ჩვეულებრივი სადამსჯელო ზონდერ ბრიგადა, რომელიც თავს დაესხა ხალხს. ორივე მხარეს კი არ უნდა მოვუწოდოთ სიმშვიდისკენ, არამედ პირდაპირი მოვალეობა უნდა შეასრულოს ცესკოს თავმჯდომარემ დაუკავშირდეს პოლიციას და განმუხტოს უბნის გარეთ სიტუაცია. ეს ეხლაც არ არის გაკეთებული ადგილობრივი ხელისუფლება სინქრონში მოქმედებს ზონდერბრიგადებთან. ეს არის დიდი წერტილის დასმა მშვიდობიანი არჩევნების პერსპექტივისთვის ამ ქვეყანაში. მოვუწოდებთ მთავრობას სასწრაფოდ გამოიყვანონ კასტეტებით შეირაღებული პირები, მიიყვანონ პოლიცია და დაამყარონ წესრიგი. მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს მთავრობას, პირადად პრემიერ კვირიკაშვილს და მის მბრძანებელ ბიძინა ივანიშვილს “-აცხადებს გოკა გაბაშვილი.

ქართული ოცნება სოფელ კორცხელში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა და მომხდარს ნაციონალური მოძრაობის პროვოკაცია უწოდა. განცხადება რამდენიმე წუთის წინ საგანგებო ბრიფინგზე კახა კალაძემ გააკეთა. „ქართული ოცნების კანდიდატები დამაჯერებლად ლიდერობენ ყველა უბანზე. სამწუხაროა, რომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერები ცდილობენ ხელოვნურად დაძაბონ ვითარება გარკვეულ უბნებზე აწყობენ პროვოკაციას და ცდილობენ ხალხის გაღიზიანებას. ვერანაირი მათი პროვოკაცია საერთო ფონს ვერ შეცვლის და ისინი ვერ შეძლებენ სიტუაციის არევას. ქართული ოცნება მოუწოდებს ოპონენტებს თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან რადგან ასეთი ფაქტები ძაბავს საარჩევნო გარემოს. ქართული ოცნება ვგმობთ ყველანაირ ძალადობას და მოვუწოდებთ ჩვენს მხარდამჭერებს არ აყვნენ ოპონენტების პროვოკაციას, ვინაიდან ქართული ოცნების ინტერესებშია არჩევნები ჩატარდეს მშვიდ ვითარებაში,"-აცხადებს კახა კალაძე.

სიახლეები

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 10%-ით შემცირდა

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 2026 წელს, წინა წელთან შედარებით, 10%-ით შემცირდა. სახელმწიფოს...

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შესაძლო ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს -...

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, 3 141 აბიტურიენტი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ცნობით, 2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე,...