მთავარისიახლეებიპოლიტიკა,, ნიკა მელიას ენა გამოუყვია მხედრიონელებისთვის'' - ირწმუნება კალაძე. კალოში სამტრედიიდან'' -...

,, ნიკა მელიას ენა გამოუყვია მხედრიონელებისთვის” – ირწმუნება კალაძე. კალოში სამტრედიიდან” – პოსტი ფეისბუქზე

Published on

,, ნიკა მელიას ენა გამოუყვია მხედრიონელებისთვის. ირწმუნება კალაძე. კალოში სამტრედიიდან.''' – ასე ეხმაურებიან ზუგდიდელი ინტერნეტმომხმარებლები კახი კალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელშიც იგი ნაციონალურ მოძრაობას ადანაშაულებს კორცხელში მომხდარი რბევის პროვოცირებაში. 

ქართული ოცნების ე.წ. სახეებისა და მათი მხარდამჭერების მხრიდან სულ უფრო ინტენსიურად მიმდინარეობს კორცხელში განცდილი მორალური კრახის – ოპოზიციურ პარტიასთან ჯანსაღი კონკურენციის პირობებში დამარცხებისთვის განწირული ხელისუფლების ძალისმიერი მოქმედების  გამართლების მცდელობა.

,, საარჩევნო უბანთან დაპირისპირება  „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიწყო, – აცხადებს მაკა კოდუა, ზუგდიდელებისათვის კარგად ცნობილი ქალბატონი და ამ დასკვნის არგუმენტად მოჰყავს ის, რომ მისი ინფორმაციით  დაპირისპირება საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მას შემდეგ დაიწყო, რაც იქ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი  ნიკა მელია მივიდა.

„დილიდან ყველაფერი მშვიდად მიმდინარეობდა. ბატონი მელიას გამოჩენის შემდეგ მოხდა ეს ყველაფერი. ქალი ვარ და მთელი საქართველოს გასაგონად ვერ გავიმეორებ, რაც მან იკადრა. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია, გითხრათ, რომ ეს ყველაფერი დაიწყო „ნაციონალურმა მოძრაობამ“. „ქართული ოცნების“ ყველა წარმომადგენელი ყოველთვის წინააღმდეგია ყოველგვარი ძალადობის.  რაც მოხდა, არის „ნაციონალური მოძრაობის“ ჩვეული ხერხი, რადგან მათ ზუსტად იციან, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებს წააგებს“, – განაცხადა მაკა კოდუამ. 

სოციალური ქსელის მომხმარებლები ირონიით იხსენებენ ქართული ოცნების მიერ დაყრილ ხმებს, რომ  სადღაც ოდესღაც ,,ნიკა მელიამ ყურში რაღაც ჩასჩურჩულა და გვერდში უჩქმიტა ოპონენტს. ''

ქართული ოცნება, რომელსაც აშკარად არ ყოფნის არგუმენტები თავისი ქმედების გასამართლებლად,  ჭორების ინსტიტუტის არსებობის გახანგრძლივებას ცდილობს. 

 

 

 

სიახლეები

ნანა სანდერი ციხეს რამდენიმე დღეში დატოვებს

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ნანა სანდერს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. სასჯელის სახით მას 1 წლითა...

გეკა გელაძე შსს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა. "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"...

პრაქტიკულად რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას ვუახლოვდებით-ფიფია

პუტინისტი ბიზნესმენი და ღიად პრორუსული პარტიის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერი მამუკა ფიფია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში...

TI- მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს განცხადებით, მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია. "ნოდარ მელაძის შაბათის 31 ოქტომბრის სიუჟეტში...