მთავარისიახლეებიპოლიტიკაკორცხელში ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს თბილისიდან ჩამოყვანილი ზონდერები ფიზიკურად გაუსწორდნენ - დაშავებულები...

კორცხელში ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს თბილისიდან ჩამოყვანილი ზონდერები ფიზიკურად გაუსწორდნენ – დაშავებულები რეფერალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი (VIDEO)

Published on

ჩვენი კორესპონდენტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელიდან გვატყობინებს, რომ ამ წუთებში აქ  მიმდინარე შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით მყოფ  მყოფ ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს ფიზიკურად გაუსწორდნენ უცნობი პირები, რომელნიც დილიდან განთავსდნენ საარჩევნო უბნის გარე პერიმეტრზე და არ მალავდნენ, რომ ქართული ოცნების მხარდამჭერები არიან.  

სპორტული აღნაგობის ათამდე ახალგაზრდა თვითმხილველთა თქმით, დილიდან იმუქრებოდა რომ ძვლებში გადაამტვრევდა ნაციონალურ მოძრაობას . და აი, სიტყვიდან საქმეზე გადავიდნენ.- წიხლებითა და ხელკეტებით დაერივნენ  პარტიის ლიდერებს. ადგილზე მხოლოდ რამდენიმე პოლიციელი იმყოფებოდა, რაც, როგორც ჩანს მიზანმიმართულად მოხდა.  ისინი თავდაპირველად არც ჩარეულან ინციდენტში. ისევ ხალხმა თავისი სასიცოცხლო რისკის ფასად  გამოგლიჯა ლიდერები  ხელიდან გავეშებულ ზონდერებს. განსაკუთრებული სისასტიკით არიან ნაცემი ნიკა მელია და თენგიზ გუნავა. დაშავებულები  რეფერალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. დამატებით ინფორმაციას უახლოეს ხანებში მოგაწვდით. 

 

სიახლეები

ნანა სანდერი ციხეს რამდენიმე დღეში დატოვებს

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ნანა სანდერს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. სასჯელის სახით მას 1 წლითა...

გეკა გელაძე შსს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა. "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"...

პრაქტიკულად რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას ვუახლოვდებით-ფიფია

პუტინისტი ბიზნესმენი და ღიად პრორუსული პარტიის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერი მამუკა ფიფია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში...

TI- მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს განცხადებით, მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია. "ნოდარ მელაძის შაბათის 31 ოქტომბრის სიუჟეტში...