მთავარისიახლეებიპოლიტიკაკორცხელის 53 - ე საარჩევნო უბანზე ზუგდიდში, სუს-ის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განყოფილების...

კორცხელის 53 – ე საარჩევნო უბანზე ზუგდიდში, სუს-ის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განყოფილების შენობაში მომხდარი აფეთქების დროს დაღუპული ოფიცრის ზვიად ლაგვილავას დედა მივიდა

Published on

კორცხელის 53 – ე საარჩევნო უბანზე კვლავ დაძაბულობაა. შელაპარაკება, რომელიც მოყვა  ,, ნაციონალური მოძრაობის'' წარმომადგენელთა პროტესტს   ,,ქართული ოცნების'' წარმომადგენელთა მიმართ უბნის გარეთა პერიმეტრზე უცნობი ,,კუნთმაგარი პირების" ყოფნის გამო, ჩაცხრა, თუმცა  უბანზე ისევ ხმაურია. 

 უბანზე შვილის სურათით ხელში მივიდა ზუგდიდში, სუს-ის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განყოფილების შენობაში მომხდარი აფეთქების დროს დაღუპული ზვიად ლაგვილავას დედა, რომელმაც განაცხადა, რომ მმართველი პარტიის  კანდიდატს  არა აქვს მორალური უფლება მონაწილეობა მიიღოს კორცხელის მაჟორიტარის არჩევნებში, რადგან,. მისი განცხადებით, ხელისუფლება მთელი ძალით ცდილობს შეაფერხოს ზიად ლაგვილავას დაღუპვის გარემოებათა ობიექტური გამოძიება და მიჩქმალოს მომხდარის ნამდვილი არსი, ხელი შეახოცოს ,,მეისრეებს'', მაშინ როდესაც არაერთი მტკიცებულება მიუთუითებს იმაზე, რომ ეს იყო მისი შვილის წინააღმდეგ დაგეგმილი და განხორციელებული ტერორისტული აქტი. 

შეგახსენებთ,  სუს-ის სპეცრაზმის უფროსი, 32 წლის ზვიად ლაგვილავა გასული წლის ოქტომბერში  სუს-ის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განყოფილების შენობაში მომხდარ აფეთქებას ემსხვერპლა . აფეთქების დროს იგი თავის კაბინეტში იმყოფებოდა და ადგილზე გარდაიცვალა.

 

 

სიახლეები

ნანა სანდერი ციხეს რამდენიმე დღეში დატოვებს

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ნანა სანდერს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. სასჯელის სახით მას 1 წლითა...

გეკა გელაძე შსს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა. "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"...

პრაქტიკულად რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას ვუახლოვდებით-ფიფია

პუტინისტი ბიზნესმენი და ღიად პრორუსული პარტიის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერი მამუკა ფიფია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში...

TI- მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს განცხადებით, მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია. "ნოდარ მელაძის შაბათის 31 ოქტომბრის სიუჟეტში...