მთავარისიახლეებიპოლიტიკაირმა ნადირაშვილი: მივმართავ ხელისუფლებას - "არჩევნებს არა ძალა, არამედ ამომრჩეველი იგებს"

ირმა ნადირაშვილი: მივმართავ ხელისუფლებას – “არჩევნებს არა ძალა, არამედ ამომრჩეველი იგებს”

Published on

ირმა ნადირაშვილის ინფორმაციით, კორცხელის 53 -ე საარჩევნო უბანზე 10 წუთის დაგვიანებით დაწყებული კენჭისყრის პროცედურის საფუძველზე მათ საჩივრით მიმართეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. დეპუტატი აცხადებს, რომ დღევანდელი არჩევნების გამო თბილისიდან სპეციალურად ჩამოიყვანეს სპორტსმენები, რაგბისტები და ისინი საარჩევნო უბნების პერიმეტრზე სიტუაციას აკვირდებიან. ირმა ნადირაშვილი აცხადებს, რომ მიუხედავად სახელისუფლებო ძალების მობილიზებისა, მათ არ გაუჭირდებათ არც ხმების მოგროვება და არც მისი დაცვა.

არსებული ინფორმაციით, კორცხელის შუალედური არჩევნებისთვის თბილისიდან რაგბისტები არიან ჩამოსულები. ისინი დღეს ზუგდიდში, მეორე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე შენიშნეს. მედიის წარმომადგენლების გამოჩენის შემდეგ ჯერ ბოტანიკურ ბაღში დაიმალნენ, შემდეგ კი საკუთარი ავტომობილებით გაურკვეველი მიმართულებით გადაადგილდნენ. როგორც ისინი აცხადებენ, ზუგდიდში დასასვენებლად, ნაწილი კი გასართობად ჩამოვიდა. 

სიახლეები

ნანა სანდერი ციხეს რამდენიმე დღეში დატოვებს

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ნანა სანდერს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. სასჯელის სახით მას 1 წლითა...

გეკა გელაძე შსს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა. "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"...

პრაქტიკულად რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას ვუახლოვდებით-ფიფია

პუტინისტი ბიზნესმენი და ღიად პრორუსული პარტიის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერი მამუკა ფიფია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში...

TI- მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს განცხადებით, მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია. "ნოდარ მელაძის შაბათის 31 ოქტომბრის სიუჟეტში...