მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიგა ბოკერია: ეს არ უშველის ივანიშვილის რეჟიმს, აქაც არჩევნები წაგებული აქვს და...

გიგა ბოკერია: ეს არ უშველის ივანიშვილის რეჟიმს, აქაც არჩევნები წაგებული აქვს და რაც მთავარია, ოქტომბერში მთელ საქართველოში აქვთ არჩევნები წაგებული”

Published on

 

 კორცხელის საარჩევნო უბნებზე ხმების დათვლის პროცესი ჯერ არ დასრულებულა, თუმცა ქართული ოცნება გამარჯვებას ზეიმობს,   ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხალხზე გამარჯვებული ზონდერბრიგადა ამ წუთებში რუხში ქეიფობს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არ ცნობს  მოსალოდნელ შედეგებს, რომლის დადებასაც აპირებენ ქართული ოცნება და ყოვლად უპრინციპო ცსკო. დღევანდელი პერიპეტიების შემდეგ პირველ კომენტარებს აკეთებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთერთი ლიდერი გიგა ბოკერია: 
  “
გარდაბანშიც მსგავსი ვითარება იყო, როცა ცოტა კრიმინალური მიდრეკილებების, კუნთმაგარი ახალგაზრდები ჩამოიყვანეს, რომელთაც არაფერი საერთო საარჩევნო პროცესთან არ ჰქონდათ. მაშინაც მოხდა ინციდენტი, მაგრამ აქ გაათმაგებული აგრესიით იყვნენ. თავიდანვე იყვნენ მომართული აგრესიაზე და ბოლოს შექმნეს კიდეც ასეთი ვითარება. ჯგუფური თავდასხმა იყო პოლიტიკოსებზე და ყველაზე, ვინც იქ იყო, დამკვირვებლებზე და ა.შ ეს არ უშველის ივანიშვილის რეჟიმს, აქაც არჩევნები წაგებული აქვს და რაც მთავარია, ოქტომბერში მთელ საქართველოში აქვთ არჩევნები წაგებული” 

 კუნთმაგარი, კრიმინალური განწყობის სპორტსმენების მოყვანა ეს არის აგონია. როგორც წინასწარი მონაცემებით ირკვევა, კუნთმაგარი ბიჭების ჩამოყვანა, ივანიშვილთან  და კალაძესთან არის დაკავშირებული. ისინი განწირულები არიან, პოლიტიკური განაჩენი გამოტანილია, რაც აღსრულდება არჩევნების გზით! ეს ყოველივე ერთადერთი ქვეყანას აზიანებს, ძალადობით რისკებს ქმნიან.

ჩვენი ამოცანააა, რომ ეს ყოველივე დავტოვოთ მშვიდობიან ჩარჩოებში, მაგრამ ივანიშვილი ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ასე არ მოხდეს, ყველა შემთხვევაში ოქტომბრის არჩევნები დასრულდება ივანიშვილის გაძევებით ხელისუფლებიდან, რომელიც ასე სამარცხვინო საქციელს ჩადის,  – განაცხადა ბოკერიამ.

 

სიახლეები

ნანა სანდერი ციხეს რამდენიმე დღეში დატოვებს

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ნანა სანდერს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. სასჯელის სახით მას 1 წლითა...

გეკა გელაძე შსს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა. "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"...

პრაქტიკულად რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას ვუახლოვდებით-ფიფია

პუტინისტი ბიზნესმენი და ღიად პრორუსული პარტიის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერი მამუკა ფიფია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში...

TI- მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს განცხადებით, მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია. "ნოდარ მელაძის შაბათის 31 ოქტომბრის სიუჟეტში...