მთავარისიახლეებიექსკლუზივიანგარიშსწორება კორცხელში - ,,ქართული ოცნების'' ხელისუფლების რეპეტიცია საპარლამენტო არჩევნების წინ (VIDEO)

ანგარიშსწორება კორცხელში – ,,ქართული ოცნების” ხელისუფლების რეპეტიცია საპარლამენტო არჩევნების წინ (VIDEO)

Published on

კორცხელში მომხდარი ანგარიშსწორების ახალი დეტალები – სოფელში მყოფმა ქართული ოცნების ზონდერებმა პირველი იერიში ნიკა მელიაზე მიიტანეს და შემდეგ ნაციონალური მოძრაობის სხვა ლიდერებსაც შეუტიეს. პარალელურად დაერივნენ ჟურნალისტებსაც რომელნიც კამერებით აფიქსირებდნენ მათ ქმედებებს და ხალხსაც, რომელმაც მათი შეჩერება და ხელჩართული ომის აღკვეთა სცადა.  დაუზოგავად სცემეს ბავშვებს და მოხუცებსაც კი. იყენებდნენ ყველა მათ ხეში არსებულ საშუალებას – წიხლებს მუშტებს, ქვებსა და ხელკეტებს. სასტიკად არიან ნაცემი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები – ნიკა მელია, გიგა ბოკერია, ნუგზარ წიკლაური, აკო მინაშვილი, თენგიზ გუნავა, ლაშა დამენია და სხვები, მათ შორის ვარადებულ ლაშხია – რომელიც ნაციონალური მოძრაობის კანდიდატია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის შუალედურ არჩევნებზე, და რაც ყველაზე ამაზრზენია მისი არასრულწლოვანი ვაჟი.  როგორც  ჩვენი  კორესპონდენტი იტყობინება, ზონდერების ნაწილი სახეს იფარავდა, ნაწილი თავხედურად  ჩაჰყურებდა კამერას.  

,, საქმე მხოლოდ პარტიულ დაპირისპირებაში არ არის, მათ შეურაცხყვეს მთელი სოფელი, გვაგინებდნენ, გვცემდნენ, ყველაფერი სისხლში ცურავს. შეხედეთ რამდენი ნაცემი ადამიანი წევს სასწრაფო დახმარების მოლოდინში ხეების ძირას. ქართულ ოცნებას არ შერჩება ანგარიშსწორება მოსახლეობასთან, არც ქალები დაგვინდეს, არც ბავშვები. ნაცემთა შორის არიან ქართული ოცნების მხარდამჭერებიც კი, რომელნიც მათ დაშოშმინებას ცდილობდნენ.   ახლა იმედია, გონს მოეგებიან – ვინ შეიძლება დაუჭიროს მხარი პირსისხლიან ხელისუფლებას, რომელიც ისედაც ყელში იყო ამოსული.  ეს იყო ქართული ოცნების ორგანიზებული ეგზეკუცია სამეგრელოში და მისი შედეგები კარგს არაფერს მოუტანს მას. საკმარისია, რაც სამეგრელოს დამართა შევარდნაძის ხელისუფლებამ. ეს აღარ გაუვათ! – აცხადებენ სოფელში. 

სიახლეები

ნანა სანდერი ციხეს რამდენიმე დღეში დატოვებს

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ნანა სანდერს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. სასჯელის სახით მას 1 წლითა...

გეკა გელაძე შსს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა. "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"...

პრაქტიკულად რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას ვუახლოვდებით-ფიფია

პუტინისტი ბიზნესმენი და ღიად პრორუსული პარტიის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერი მამუკა ფიფია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში...

TI- მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს განცხადებით, მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია. "ნოდარ მელაძის შაბათის 31 ოქტომბრის სიუჟეტში...