22 მაისი. კორცხელი. ოცნებამ დაიწყო არჩევნების წაგება – გამოხმაურებები სოციალურ ქსელში

0
470

სოციალურ ქსელი აფეთქდა, ხელისუფლება კი დუმს. შესაძლოა ეს ჯობდეს კიდეც კახი კალაძის უმსგავსო განცხადებას, რომელიც მან მომხდართან დაკავშირებით ,,ქართული ოცნების'' ბრიფინგზე გააკეთა.

მედია და სოციალური ქსელის მომხმარებლები თავად ცდილობენ  ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებსა და მათ მხარდამჭერებთან ანგარიშსწორებაში მონაწილეთა იდენტიფიცირებას. შეფასებები უპირატესად ეხება არა წაქეზებულ ე.წ. ,,კუნთმაგარ ბიჭებს'', არამედ მათ წამქეზებელ ხელისუფლებას. 

  ,,22 მაისი. კორცხელი. ოცნებამ დაიწყო არჩევნების წაგება.ოღონდ კორცხელის არჩევნების არა, ოქტომბრის არჩევნების. უკვე დაიწყო და უკვე წაგება.''

,,ეს არ იყო მარტო გუნავაზე,მელიაზე,წიკლაურზე და სხვა ნაციონალებზე და ჟურნალისტებზე თავდასხმა, ეს იყო თავდასხმა ქართველ ამომრჩეველზე.ეს იყო მესიჯი ზონდერ ბიძინას ხელისუფლებისგან არჩევნების არაფრის დიდებით არ დათმობაზე,ეს იყო ამომრჩევლის დაშინება კუნთმაგარი ხელისუფლების ზონდერებით.ძალიან სახიფათო თამაშს თამაშობს ბიძინას ზონდერი ხელისუფლება''

,,90-იანების ქუჩური მეთოდებით მოქმედებს საქართველოს "მაყურებელი", რომელმაც ზუგდიდში თავისი ჯანიანი პაცნები შეუსია ნიკა მელიას,გიგა ბოკერიას, ირმა ნადირაშვილს და ა.შ. ამასთან, პოლიციასთან "საქმე" ჩააწყო და ისინი დაგეგმილი დანაშაულის ადგილს არ გააკარა. 

თუმცა 90-იანების "ბეზპრედელშჩიკებიც " არ იკადრებდნენ უდანაშაულო ადამიანებს დასხმოდნებნ თავს , თანაც ერთ კაცს რომ ათი კაცი ურტყამდეს,წაქცეულს ტურებივით შეესიონ, წიხლებით შედგენ, მაშინაც , ახლაც და ყოველთვის არაკაცობის უკიდურეს გამოვლინება იყო და არის.
დღესვე ტელევიზორში გამოვიდა ბიძინას აღმასრულებელი მდივანი და ყველაფერი, რაც მოხდა ბოკერიას და ნაციონალებს დააბრალაა!
ხომ არ სჯობია, მართლა ყრუები , ბრმები და ბლუები ვიყოთ?!''

თავის ფეისბუქ გვერდზე განცხადებას აკეთებს აკო მინაშვილიც, რომელიც სასტიკად არის ნაცემი:  .,,კორცხელის დღევანდელი უმსგავსობiს ანატომია ახალი არაა. აგერ უკვე ორი წელიწადია  კახი კალაძის ცოლისძმის ქალაქის სპორტის სამსახურის უფროსობიდან გათავისუფლების შემდეგ მას შეუქმნეს არასამთავრობო, რომლის საფარქვეშაც ჩამოყალიბდა ქართული ოცნების ზონდერჯგუფი. ხალხის მოგროვებას ამ ჯგუფში ახდენს გეგა გეგეშიძე – ჭიკაიძის დაცვის ყოფილი უფროსი, ქურდულ სამყაროსთან შსს-ს დანაშაულებრივი კავშირების გამბმელი, ლავას ოღლის საზღვარე გადმომყვანი, 20 წლის პოლიციელის მკვლელის საზღვარზე გამპარებელი, ყოფილი მოჭიდავე. ასევე საკუთარი ხალხის მობილიზაციას ამ ჯგუფში ახდენს დამნაშავეთა სამყაროს ცნობილი წარმომადგენელი, ამჟამად რუსეთში, სოჭში მცხოვრები დავით ქარსელაძე, იგივე კალატოზა, რომლის მონაწილეობას ამ ალიანსში მოწმობს როგორც რუსეთიდან მისი მილიონიანი გადარიცხვა კალაძესთან, ასევე მისი ძმის, ყოფილი კრიმინალ-პოლიციელის "არჩევა" თბილისის ჭიდაობის ფედერაციის თავმჯდომარედ. მობილიზაციაში მონაწილეობას იღებენ ის ქურდებიც, ვისთანაც კონტაქტობს გეგა გეგეშიძე. საერთო ხელმძღვანელობას ამ ჯგუფს უწევს რვა ქურდის მონა ვიცეპრემიერი კალაძე. დღეს ზუგდიდში თავი გამოიჩინეს გეგა გეგეშიძის ძმამ, ასევე მოჭიდავე ვლადიმერ გეგეშიძემ, მისივე ბიძაშვილმა გიორგი (ჯიჯა) გიგაურმა, კალაძის უკვე სამტრედიისა და გარდაბნის არჩევნებიდან ცნობილმა პირადმა ზონდერმა კობა ტყეშელაშვილმა და ამ დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებმა. კალაძეებო, გეგეშიძეებო, გიგაურებო, ტყეშელაშვილებო, 8 ოქტომბერს თქვენი გლუვი ხაზეინის ხეზე გადაიმტვრევთ ხერხემალს!''

,,ეხლა, არჩევნებზე, სამეგრელოში, "ოცნების" ზონდერები ხომ ნახეთ? აი რატომ იყო იზორია ჩასული ზუგდიდში. აბა, გეგონათ ოთხოზორიას პანაშვიდი ადარდებდა? აი, რატომ ჰყავს კალაძეს სპორტის მინისტრი ხეჩიკაშვილი.აი, რა უქნეს ქართულ პოლიციას – ბანდიტების თანამებრძოლებად უნდათ გადააქციონ. აი, ესაა დღეს საქართველოს "დემოკრატია". მორჩა "ოცნება" და ოცნება რაღაც არჩევნებზე. შლიან ქვეყანას ბოლომდე ბიძინისტები..

,,სამეგრელოს სჯიან! ვინ იცის, მერამდენედ.

ეს არის ცეცხლთან თამაში, რომელიც აუცილებლად დაფერფლავს ამ სახელმწიფოს.

თუ ეს დავუშვით, თუ ჩვენ არ გავეცით სათანადო პასუხი ამ სიბილწეს, ამ ვლურობას, მაშინ ჩვენ არ ვართ საზოგადოება, მაშინ არ ვართ ღირსები ვიყოთ თავისუფალი სახელმწიფოს მოქალაქეები.გამოვიდეს სამეგრელოდან ეგზეკუცია!შეწყდეს რეაქცია!"

,,ქართულმა ოცნების მიერ  ამომრჩეველთა დაშინების მიზნით დაგეგმილი რბევის შედეგად მოსალოდნელის ნაცვლად უკურეაქცია მიიღო – ამას მოწმობს  სოციალური ქსელებში გახშირებული განცხადებები, რომელთა არსი შემდგომში მდგომარეობს: დღეიდან ჩამთვალეთ ნაციონალური მოძრაობის წევრად! აუცილებლად გავწევრიანდები! ვისაც არ მოგეწონებათ, შეგიძლიათ დამემშვიდობოთ! ამ ცხოველების წინააღმდეგ ძალაა საჭირო.''

 

,,ჩემს სიცოცხლეში არ მქონია სურვილი ვყოფილიყავი რომელიმე პარტიის წევრი. აქაც დარერეგისტრირებული ვარ როგორც დამოუკიდებელი ამომრჩეველი, რადგანაც ვთვლი, რომ ნებისმიერი ჯგუფის წევრობა ადამიანის ინდივიდუალიზმს ზღუდავს. ამდილას, 22 მაისს, მტკიცედ გადავწყვიტე გავწევრიანდე ნაციონალურ მოძრაობაში. მიუხედავად მრავალი დაშვებული და ჯერ კიდევ დასაშვები შეცდომებისა, მიმაჩნია რომ ეს არის ერთადერთი პროგრესული, სწორი ხედვის და მომავალზე ორიენტირებული პარტია''

 

 

წინა სტატიაკახი კალაძის კუნთმაგარი ბიჭები ზუგდიდში
შემდეგი სტატიამთავრობის კანცელარიასთან ხურჩაში მომხდარ მკვლელობას აპროტესტებენ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური