მთავარისიახლეებისაზოგადოებასკოლებში მე-12კლასელთა გამოსაშვები გამოცდები დაიწყო

სკოლებში მე-12კლასელთა გამოსაშვები გამოცდები დაიწყო

Published on

საქართველოს სკოლებში გამოსაშვები გამოცდები დღეს 21 მაისს დაიწყო. გამოცდები წელსაც CAT-ის (კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტი) პრინციპით ტარდება. გამოსაშვებ გამოცდებზე მოსწავლეებს სიახლეები არ ელოდებათ. უცვლელია ბარიერიც.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მე-12 კლასელები გამოსაშვებ გამოცდებს შემდეგი განრიგით ჩააბარებენ: 21 მაისი:

ქართული ენა და ლიტერატურა; ქართული, როგორც მეორე ენა; გეოგრაფია; 22 მაისი: უცხოური ენები; ბიოლოგია; 23 მაისი: ისტორია; ფიზიკა; 24 მაისი – მათემატიკა; 25 მაისი – ქიმია.

რაც შეეხება მე-11 კლასის სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს, მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების განრიგი ასეთია: 12 ივნისი – გეოგრაფია; 13 ივნისი – ბიოლოგია; 14 ივნისი – ფიზიკა; 15 ივნისი – ქიმია.

გამოსაშვები გამოცდები საქართველოს 1600-მდე სკოლაში გაიმართება. წელს მე-12 კლასელების რაოდენობა, დაახლოებით, 44 000-ია.

სიახლეები

ნანა სანდერი ციხეს რამდენიმე დღეში დატოვებს

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ნანა სანდერს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. სასჯელის სახით მას 1 წლითა...

გეკა გელაძე შსს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა. "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"...

პრაქტიკულად რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას ვუახლოვდებით-ფიფია

პუტინისტი ბიზნესმენი და ღიად პრორუსული პარტიის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერი მამუკა ფიფია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში...

TI- მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს განცხადებით, მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია. "ნოდარ მელაძის შაბათის 31 ოქტომბრის სიუჟეტში...