მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ქართული ოცნების'' ოფისში შეხვედრა მიმდინარეობს - სავარაუდოდ დღის წესრიგში დადგება პოლიტსაბჭოს ახალი...

,,ქართული ოცნების” ოფისში შეხვედრა მიმდინარეობს – სავარაუდოდ დღის წესრიგში დადგება პოლიტსაბჭოს ახალი წევრის დავით კოღუაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი პარტიისათვის მიუღებელი განცხადებებისათვის

Published on

,,ქართული ოცნების'' ოფისში შეხვედრა დაიწყო. სხდომა ფრაქციის ფორმატში მიმდინარეობს. შეკრებას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ვიცე-პრემიერი კახა კალაძე ესწრებიან, მასში მოანაწილეობს ბიზინა ივანიშვილიც. 

შეხვედრაზე განიხილება ფრაქციის საპარლამენტო საქმიანობა, თუმცა კეთდება განცხადება, რომ საკითხის წამოჭრის შემთხვევაში დავით   კოღუაშვილის განცხადებებიც განიხილება. 

  შეგახსენებთ, დავით კუღუაშვილი ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს წევრად 14 მაისს, პარტიის ყრილობაზე აირჩიეს. მალევე  მან გაკეთა  რამდენიმე ხმაურიანი განცხადება გააკეთა, რამაც ქართული ოცნების წევრების უმრავლესობის პროტესტი გამოიწვია.   მან საჯაროდ დაასახელა  პარტიისთვის არასასურველი წევრების ვინაობას  ასახელებს. ის თამაზ მეჭიაურს და გოგი თოფაძეს სიაში ვეღარ ხედავს. განსაკუთრებით მწვავე იყო კოღუაშვილის თანაპარტიელების რეაქცია განცხადებაზე, რომელიც ეხებოდა  ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების დევნასა და პატიმრობაში ყოფნის საკითხს. ის კრიტიკის პარალელურად მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილის და გიგი უგულავას დროს გატარებულ რეფორმებსაც აღნიშნავს და არ გამორიცხავს, რომ ყოფილ მერს ციხეში დიდხანს დარჩენა აღარ მოუხდეს. 

პოლიტსაბჭოს ახალი წევრის ამ პოზიციას მმართველი გუნდის კრიტიკული გამოხმაურებები მოჰყვა. ., შოკირებული ვარ, გაცოფებული ვარ ვინმე კოღუაშვილის განცხადებით. კი არ უნდა წავიდეს, გაეთრეს დროზე ქართული ოცნებიდან. ყველა ჭრილობა სისხლის, სიკვდილის, რაც ერთან ერთად გამოვიარე, განმიახლდა. ასეთი ადამიანები ერის კაცის შექმნილ იდეაში და მითუმეტეს მის სიახლოვეს ვერ იქნებიან. სიმწრის ცრემლები მახრჩობს,ქართული ოცნებიდან!" – წერს კურტანიძე." – ასე გამოეხმაურა დავით კოღუაშვილის განცხადებას ქართული ოცნების წევრი, პარლამენტარი ლუკა კურტანიძე. ეს განცხადება მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გაავრცელა. ჯერჯერობით უცნობია, გადაიზრდება თუ არა თანაპარტიელების პროტესტი პოლიტსაბჭოს წევრის მიმართ უფრო სერიოზულ ზომებსი, ვიდრე მსგავსი  კრიტიკული შეფასებები და არაეთიკური გამონათქვამებია. 

ამ წუთებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქართული ოცნების შეხვედრის ფრაქციის ფორმატში დასასრულს უახლოვდება. ცნობილი ხდება ამ დროისათვის მიღებული გადაწყვეტილებებიც. თამაზ მეჭიაურმა განაცხადა, მან პარტია ოფიციალურად დატოვა და ფრაქციის შეხვედრაზე ამაზე იყო მსჯელობარულდა და პარტიული სეხვედრა დაიწყო.  შეხვედრას ბიძინა ივანიშვილი დაესწრო. გარდა ამისა, იმსჯელეს ხურჩაში მომხდარ მკვლელობაზე.

ნახევარ საათში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა დაიწყება, სადაც უკვე კოღუაშვილის საკითხს განიხილავენ

სიახლეები

ნანა სანდერი ციხეს რამდენიმე დღეში დატოვებს

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ნანა სანდერს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. სასჯელის სახით მას 1 წლითა...

გეკა გელაძე შსს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა. "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"...

პრაქტიკულად რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას ვუახლოვდებით-ფიფია

პუტინისტი ბიზნესმენი და ღიად პრორუსული პარტიის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერი მამუკა ფიფია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში...

TI- მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს განცხადებით, მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია. "ნოდარ მელაძის შაბათის 31 ოქტომბრის სიუჟეტში...