მთავარისიახლეებიეკონომიკამარტვილის კანიონის გასხვისება არ იგეგმებოდა და არც იგეგმება! - აცხადებს გარემოს...

მარტვილის კანიონის გასხვისება არ იგეგმებოდა და არც იგეგმება! – აცხადებს გარემოს დაცვის სამინისტრო

Published on

გარემოს დაცვის სამინისტრო ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მარტვილის კანიონის გაყიდვა იგეგმება.

”ცალსახად გვინდა განვაცხადოთ, რომ მარტვილის კანიონი არის დაცული ტერიტორია, ბუნების ძეგლი და მისი გასხვისება კანონს ეწინააღმდეგება – შესაბამისად მისი გასხვისება არ იგეგმებოდა და არც იგეგმება!''- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. 

განვმარტავთ, რომ მარტვილის კანიონის ბუნების ძეგლზე, როგორც მნიშვნელოვან ტურისტულ ობიექტზე, არსებული უამრავი პრობლემა მოუგვარებელი ვერ დარჩებოდა და იმისთვის, რომ მარტვილის კანიონმა ტურისტული სეზონისთვის ვიზიტორები მოწესრიგებულ, კომფორტულ და თანამედროვე სტანდარტების შესატყვის გარემოში მიიღოს, 2015 წლის ნოემბრიდან შენდება ვიზიტორთა ცენტრი ბილიკებით, ხიდებით, ნავმისადგომითა და ყველა აუცილებელი ტურისტული ინფრასტრუქტურით. რეაბილიტაცია უტარდება დადიანების ისტორიულ კიბესა და წისქვილს.

კანიონის რეაბილიტაციის და არსებული ვითარების მოწესრიგების პროცესში, მთავრობამ გაითვალისწინა ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები და კანიონის საწყალოსნო მონაკვეთზე ტურისტული სერვისის მართვის უფლება აუქციონზე გატანის ნაცვლად პირდაპირი წესით გადაეცა შპს-ს „ოფუცხოი,“ რომელშიც 80-მდე ადგილობრივი ოჯახია გაერთიანებული. სერვისის გადაცემა მოხდა გარკვეული პირობებით, რომლებიც, ძირითადად, ვიზიტორთა უსაფრთხოებას უკავშირდება.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ აღნიშნულ საკითხზე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს უშუალო და რეგულარული კომუნიკაცია აქვს კანიონის მიმდებარე სოფლების მოსახლეობასთან. შედეგად, მიღწეულია უპრეცედენტო და ძალიან პოზიტიური შეთანხმება, როცა სახელმწიფო აფინანსებს და აკეთებს ფუნდამენტურ ინფრასტრუქტურას, ხოლო მის მართვას იღებს ადგილობრივი მოსახლეობით დაკომპლექტებული კომპანია.

სამწუხაროა, რომ რამდენიმე ადამიანი ამ პროცესში დისონანსის შეტანასა და მშენებლობის პროცესის ხელის შეშლას ცდილობს. თუმცა, დარწმუნებულნი ვართ, რომ ადგილობრივ მოსახლეობას ეყოფა გონიერება, არ აჰყვეს ამ პროვოკაციასა და მოემზადოს ტურისტული სერვისის ეფექტური მართვისათვის. ერთობლივი ძალისხმევით მალე ღირსეულ მასპინძლობას გავუწევთ კანიონის სტუმრებს”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

სიახლეები

ისრაელის საჰაერო დარტყმების შემდეგ თეირანში “დაღამდა” და “ნავთობის წვიმასაც” ელოდებიან

აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა ირანის სანაპიროსთან ახლოს ატომური ავიამზიდები განათავსეს. ისრაელი ჰაერიდან იერიშებს...

ირანს ახალი სულიერი ლიდერი ჰყავს, ვინაობა არ სახელდება

ირანის სასულიერო პირთა ექსპერტთა ასამბლეამ ქვეყნის ახალი უზენაესი ლიდერი აარჩია, თუმცა არჩეული პირის ვინაობა ჯერჯერობით...

რა თქმა უნდა, ბიძინას ნაკლი არა აქვს, რომ არ მჯეროდეს, ამდენ ბულინგს ვერ გავუძლებდი – შალვა რამიშვილი

"ქართული ოცნების" პროპაგანდისტი, ქრთამის მიცემისა და გარყვნილი ქმედებისთვის მსჯავრდებული, "პოს ტვ"-ს ერთ-ერთი ხელმძღვანელი და...

გორში იარაღით ძაღლი მოკლეს და მდინარეში ჩააგდეს – “ქართლის ამბები”

გორში, სოფელ სვენეთში, იარაღიდან გასროლით ძაღლი მოკლეს და მდინარეში ჩააგდეს - ინფორმაციას ადგილობრივი მედია...