მთავარისიახლეებიკონფლიქტებილავროვის უწყება აცხადებს, რომ ,,აფხაზეთთან საქართველოს საზღვარზე საქართველოს მოქალაქის დაღუპვასთან რუსეთს არანაირი...

ლავროვის უწყება აცხადებს, რომ ,,აფხაზეთთან საქართველოს საზღვარზე საქართველოს მოქალაქის დაღუპვასთან რუსეთს არანაირი კავშირი არა აქვს”

Published on

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს  რუსეთის ფედერაციის რაიმე სახით კავშირს   ,, აფხაზეთის საზღვარზე საქართველოს მოქალაქის დაღუპვასთან ''.

უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ თბილისი მომხდარს იყენებს „პროპაგანდისტული ვარჯიშებისთვის რუსული ოკუპაციის თემაზე“.„  როგორც ყოველთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს ინციდენტი „რუსული ოკუპაციის“ თემაზე ახალი პროპაგანდისტული ვარჯიშებისთვის გამოიყენა . უწყებამ  გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, მომხდართან დაკავშირებით სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელძალას. “, – ნათქვამია განცხადებაში.-   „თუმცა მშვენივრად იციან, რომ არც მესაზღვრეებს და არც რუსეთის სხვა წარმომადგენლებს არ ჰქონდათ კავშირი ამ სამწუხარო შემთხვევასთან“. 

„ვურჩევთ ქართულ მხარეს, ადამიანის ტრაგიკული დაღუპვის გარშემო პოლიტიკური სპეკულაციების ნაცვლად, ქართულ-აფხაზური საზღვრის რაიონში, ქალაქ გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ერთობლივი მექანიზმის განახლების ამოცანებზე გაამახვილოს ყურადღება.

შესაბამისი შეთანხმება აფხაზური მხარის კეთილი ნებისა და კონსტრუქციულობის წყალობით, მიღწეულ იქნა  ჟენევის დისკუსიების მორიგ რაუნდზე, მიმდინარე წლის მარტში. ანტირუსული გამოხტომები ამ უმნიშვნელოვანეს საქმეს ხელს ნამდვილად არ უწყობს“, – აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება. 

 

 

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...